ფეიქარ-ხანი
ფეიქარ–ხან იგირმი დორთლუ — ირანის შაჰ აბას I-ის ყიზილბაში სარდალი, ბარდავისა და კახეთის მმართველი XVII საუკუნის დასაწყისში.
ფეიქარ–ბეგი, შემდომში ხანი, მიეკუთვნებოდა ყიზილბაშური იგირმი დორთლუს ტომს, რომელიც ყარაბაღზე გავლენისთვის ეცილებოდა ყაჯართა კლანს. 1608 წელს შაჰ აბასმა ფეიქარ ხანი ბარდავის გამგებლად დანიშნა, დაახლ. 1620 წელს კი მასვე ჩააბარა კახეთის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველობა. ამავე პერიოდში შაჰმა მას ცოლად შერთო თავისივე ყოფილი მეუღლე ლელა (ფატმან სულთან ბეგუმი), ქართლის სიკვდილით დასჯილი მეფის, ლუარსაბ II-ის და. ფეიქარმა თავის რეზიდენციად ხორნაბუჯი აქცია და დაიწყო მოსახლეობისგან დაცლილ კახეთში თურქმანული ტომების დასახლება. 1625 წელს, მარტყოფის ბრძოლაში შაჰის ჯარების განადგურების შემდეგ, გიორგი სააკაძე და ზურაბ არაგვის ერისთავი ხორნაბუჯისკენ დაიძრნენ. ამასთან, სააკაძე ზურაბს ლელა ბატონიშვილის ხელს ჰპირდებოდა. ტყეებში გახიზნული კახელების თავშესაფრების გასანადგურებლად მყოფი ფეიქარ-ხანი სასწრაფოდ დაბრუნდა თავის რეზიდენციაში და თანატომელებთან ერთად კახეთიდან გაიქცა. ქართველები მას დაედევნენ და ბარდავი და ყარაბაღი დალაშქრეს, თუმცა ფეიქარ-ხანმა მდევრისთვის თავის დაღწევა შეძლო.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართლის ცხოვრება“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბ., 1959
- Maeda, Hirotake (2006). "The forced migrations and reorganisation of the regional order in the Caucasus by Safavid Iran: Preconditions and developments described by Fazli Khuzani". In Ieda, Osamu; Uyama, Tomohiko. Reconstruction and interaction of Slavic Eurasia and its neighbouring worlds. Slavic Eurasian Studies, No.10. Sapporo: Slavic Research Centre, Hokkaido University. pp. 243–246. ISBN 4938637391.