ფეით ევანზი
ფეით რენე ევანსი (ინგლ. Faith Renée Evans; დ. 10 ივნისი, 1973, ლეიკლენდი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. დაიბადა ლეიკლენდში, ფლორიდაში და გაიზარდა ნიუ-ჯერსიში, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში 1991 წელს.
ფეით ევანსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფეით რენე ევანსი |
დაბ. თარიღი | 10 ივნისი, 1973 |
დაბ. ადგილი | Lakeland, Polk County, ფლორიდა, აშშ |
წარმოშობა | ლეიკლენდი, ფლორიდა, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, სოული |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 1994 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | faithevansmusic.com |
ფეით ევანზი ვიკისაწყობში |
კარიერის დასაწყისი იყო Al B. Sure!-ისა და კრისტოფერ უილიამსის ბექ ვოკალისტი. 20 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Puff Daddy's Bad Boy Records. 1995 წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Faith. ნამუშევარს კრიტიკოსთა მოწონება და კომერციული წარმატება ხვდა წილად. 1997 წელს ჩაწერა კოლაბორაციული კომპოზიცია „I'll Be Missing You", რომლისთვისაც მიიღო გრემის ჯილდო. მუსიკოსმა შემდეგ გამოუშვა თავისი მეორე და მესამე სტუდიური ალბომები, Keep the Faith (1998) და Faithfully (2001). 2003 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records. მისი მეოთხე ალბომი, The First Lady გამოვიდა 2005 წელს. ნამუშევარმა ბილბორდ 200-ში მეორე ადგილი დაიკავა. მალევე მუსიკოსმა გამოუშვა საშობაო ალბომი A Faithful Christmas (2005), თუმცა ნამუშევარი ვერ მოხვდა ჩარტში. პაუზის შემდეგ მან დამოუკიდებლად გამოუშვა მეხუთე ალბომი Something About Faith (2010), რასაც მოჰყვა მეექვსე ალბომი Incomparable (2014). მუსიკოსს 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.
ევანსის დებიუტი ეკრანზე 2000 წელს შედგა რობერტ ადეტუის მუსიკალურ დრამაში Turn It Up. 2008 წელს მუსიკოსმა გამოუშვა ავტობიოგრაფია, „Keep the Faith: A Memoir“ Grand Central Publishing-ის ეგიდით. ნამუშევარმა 2009 წელს მოიგო აფრო-ამერიკული ლიტერატურული ჯილდო საუკეთესო ბიოგრაფიის/მემუარების კატეგორიაში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაფეით ევანსი დაიბადა 1973 წლის 10 ივნისს, ლეიკლენდში, ფლორიდაში.[2] დედამისი, ჰელენ ევანსი, მომღერალი იყო. ფეითი პატარაობაში ეკლესიაში მღეროდა. ის სწავლობდა ნიუარკის უნივერსიტეტის საშუალო სკოლაში და მღეროდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. 1993 წელს გადავიდა ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად. კარიერის დასაწყისი იყო Al B. Sure!-ისა და კრისტოფერ უილიამსის ბექ ვოკალისტი. 1994 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Bad Boy Entertainment.[3]
კარიერა
რედაქტირებაფეით ევანსმა მუსიკალური კარიერა ლეიბლ Bad Boy Records-ში დაიწყო. ამ დროს დაწერა სიმღერები ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორიცაა მერი ჯეი ბლაიჯი და აშერი. 1995 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი „Faith".[4] ნამუშევარმა მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. მუსიკოსმა ალბომიდან გამოუშვა სინგლები „You Used to Love Me" და „Soon As I Get Home". ამ პერიოდში ფეითი დაქორწინდა რეპერზე The Notorious B.I.G.-ზე, რომელთანაც ვაჟი შეეძინა. რეპერი 1997 წელს მოკლეს. ფეითმა ქმარს მიუძღვნა სიმღერა „I'll Be Missing You", რომელმაც გრემის ჯილდო დაიმსახურა.[5]
1998 წელს გამოუშვა თავისი მეორე ალბომი, „Keep the Faith". ნამუშევარმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან.[6][7] ფეითმა ალბომიდან გამოუშვა სინგლები „Love Like This" და „All Night Long". მისი მესამე ალბომი, „Faithfully", 2001 წელს გამოვიდა და კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა.[8] ამის შემდეგ მუსიკოსმა დატოვა ლეიბლი Bad Boy Records. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Capitol Records-თან. 2005 წელს გამოუშვა ალბომი „First Lady“.[9] ალბომი მეორე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში.[10] მალევე მუსიკოსმა გამოუშვა საშობაო ალბომი A Faithful Christmas (2005), თუმცა ნამუშევარი ვერ მოხვდა ჩარტში.[11]
ხუთწლიანი პასუხის შემდეგ ფეითმა გამოუშვა ახალი ალბომი „Something About Faith".[12] ალბომი მე-15 ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში.[13] მან მონაწილეობა მიიღო რეალით სატელევიზიო შოუში „R&B Divas: Atlanta". 2013 წლის აგვისტოში მუსიკოსმა დაიწყო მუშაობა თავის მეექვსე სტუდიურ ალბომზე „Incomparable“.[14] პირველი კოლაბორაციული სინგლი „I Deserve It", მისი ელიოტთან და Sharaya J-თან თანამშრომლობით გამოვიდა 2014 წლის 25 აგვისტოს. ნამუშევარი ბილბორდის Adult R&B სიმღერების ჩარტში მე-19 ადგილზე გავიდა. ფეითმა ალბომი გამოუშვა 2014 წლის 24 ნოემბერს Prolific Music Group-ისა და BMG Rights Management-ის ეგიდით. ნამუშევარი აშშ-ს ტოპ R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში 27-ე ადგილზე გავიდა.[15]
2016 წელს ევანსმა გამოაცხადა, რომ ის მუშაობდა ალბომზე „The King & I“, რომელშიც შედის დუეტები მის გარდაცვლილ ქმართან. ალბომი გამოვიდა 2017 წლის 19 მაისს.[16] 2018 წლის 17 ივლისს ფეითი დაქორწინდა პროდიუსერ სტივ ჯეიზე.[17] 2021 წელს ისინი დაშორდნენ.[18][19][20]
დისკოგრაფია
რედაქტირება- Faith (1995)
- Keep the Faith (1998)
- Faithfully (2001)
- The First Lady (2005)
- A Faithful Christmas (2005)
- Something About Faith (2010)
- Incomparable (2014)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Smith J. C. Notable Black American Women — ტ. 3.
- ↑ Wood, Gaby. (July 10, 2005) Rap's first lady. The Guardian. ციტირების თარიღი: March 14, 2009
- ↑ Helligar, Jeremy. (November 16, 1998) Mrs. B.I.G.. People Magazine. ციტირების თარიღი: March 14, 2009
- ↑ Huey, Steve. (November 16, 2006) Full Biography. Allmusic. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 26, 2005. ციტირების თარიღი: March 20, 2009
- ↑ Wood, Gaby. (July 10, 2005) Rap's first lady. The Guardian. ციტირების თარიღი: March 14, 2009
- ↑ Chappell, Kevin. (April 1, 1999) After Biggie: Evans Has A New Love, A NEW Baby, A New Career. Ebony. FindArticles.com. ციტირების თარიღი: March 14, 2009
- ↑ Promis, Jose F.. (April 30, 2008) Keep the Faith review. Allmusic. ციტირების თარიღი: January 24, 2010
- ↑ Singer Faith Evans sheds more than 50 lbs; releases new CD, Faithfully. Jet. FindArticles.com (November 12, 2001). ციტირების თარიღი: January 24, 2010
- ↑ Reid, Shaheem. (October 23, 2001) Faith Evans Talks About Her Drug Arrest on New Single. MTV News. VH1.com. ციტირების თარიღი: April 5, 2010
- ↑ Harris, Chris. (April 13, 2005) 50 Cent Won't Let Go of Billboard's #1. MTV News. VH1.com. ციტირების თარიღი: March 20, 2010[მკვდარი ბმული]
- ↑ Joszor, Njai. (August 13, 2009) Faith Evans interview. Soultracks.com. ციტირების თარიღი: January 25, 2010
- ↑ Faith Evans: Ever Faithful. Blues & Soul (November 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 27, 2022. ციტირების თარიღი: February 14, 2011
- ↑ „Something About Faith – Faith Evans“. Billboard.com. ციტირების თარიღი: October 14, 2010.
- ↑ Faith Evans Talks NEW Music, Whitney Houston and R&B Divas LA – Studio Q Exclusive. YouTube.com (August 6, 2013). ციტირების თარიღი: March 7, 2017
- ↑ Kellmam, Andy. „Incomparable – Faith Evans“. AllMusic. ციტირების თარიღი: March 7, 2017.
- ↑ The King & I. iTunes.Apple (US). ციტირების თარიღი: March 7, 2017
- ↑ „Faith Evans Marries Stevie J. in Las Vegas“. Billboard. July 18, 2018. ციტირების თარიღი: July 22, 2021.
- ↑ Faith Evans And Stevie J Are Divorcing After Three Years Of Marriage: A Timeline Of Their Relationship (November 10, 2021).
- ↑ Faith Evans Arrested for Felony Domestic Violence: Report (May 31, 2020). ციტირების თარიღი: June 22, 2021
- ↑ Faith Evans Domestic Violence Case Dropped.