ფაცეცია (ლათ. facetia — ხუმრობა, ენამახვილობა) — ანეკდოტის ტიპის პატარა მოთხრობა. წარმოიშვა შუა საუკუნის ევროპაში. განსაკუთრებით პოპულარულუ გახდა რენესანსის ეპოქის იტალიაში. ლიტერატურაში ფაცეციის ჟანრის საფუძველი ჩაუყარა აღორძინების ხანის იტალიელმა მწერალმა ჯან ფრანჩესკო პოჯო ბრაჩოლინიმ, რომელმაც ლათინურ ენაზე გამოსცა კრებული „ფაცეციების წიგნი“ (1436—1452). მისი გავლენით ანალოგიური კრებულები შეიქმნა იტალიურ, გერმანულ, პოლონურ და სხვა ენებზე. ქართულ მწერლობაში ფაცეციის ჟანრი არ განვითარებულა, თუმცა სულხან-საბა ორბელიანის წიგნში „სიბრძნე სიცრუისა“ შეიძლება შევნიშნოთ ამ ჟანრთან ერთგვარი ნათესაობის ნიშნები.

ლიტერატურა

რედაქტირება