სიკო ფაშალიშვილი

ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი
(გადამისამართდა გვერდიდან ფაშალიშვილი, სიკო)

სვიმონ (სიკო) ილიას ძე ფაშალიშვილი (დ. 11 დეკემბერი, 1894, მაჩხაანი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 18 მარტი, 1970, თბილისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი.

სიკო ფაშალიშვილი
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1894(1894-12-11)
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1970(1970-03-18) (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. უსახსრობის გამო სკოლას მალე თავი დაანება. მაგრამ განსაკუთრებულმა ბეჯითობამ და წიგნის სიყვარულმა, შეაძლებინა 1919 წელს ჩარიცხულიყო ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.

ლიტერატურით სიკო ფაშალიშვილი ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაინტერესდა. პირველი ლექსი 1909 წელს დაბეჭდა „ივერიაში“. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ისეთმა ადამიანებმა როგორებიც იყვნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იროდიონ ევდოშვილი, შიო მღვიმელი და სხვანი. მათთან ურთიერთობა და შეხვედრები მწერალმა ცოცხლად აღწერა მოგვიანებით თავისი მოგონებების წიგნში. ამასთანავე იგი იყო აღიარებული მოქართულე და შესანიშნავი მთარგმნელი. მან ქართველ საზოგადოებას გააცნო შექსპირის „ჭირვეული ცოლოს მორჯულება“, „მეთორმეტე ღამე“, ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“, ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, პუშკინის, ნეკრასოვის, მიცკევიჩის და სხვათა ლექსები და პიესები. მანვე თარგმნა ეჟენ პოტიეს „ინტერნაციონალი“. ქართულ სცენას ამშვენებდა მისი ორიგინალური პიესებიც „საიქიო“, „თავი სიზმარში მგონია“, „ჩაჩანაკი კაკანათში“. სიკო ფაშალიშვილი კინოფილმ „ქეთო და კოტეს“ სცენარის ავტორია. განსაკუთრებით საგულისხმოა მწერლის მოღვაწეობა „ნიანგში“. მან დიდი ამაგი დასდო ქართული იუმორისტული ლიტერატურის განვითარებას. „ფარსადანის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული მრავალი მისი იუმორისტული თუ სატირული ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 336, თბ., 1994