ფატიმა აშ-შარიფი

ლიბიის დედოფალი

ფატიმა ელ-შარიფი (არაბ. فاطمة الشريف); დ. 1911, კუფრა — გ. 3 ოქტომბერი, 2009, კაირო) — ლიბიის მეფის, იდრის პირველის მეუღლე, ლიბიის დედოფალი.

ფატიმა აშ-შარიფი
فاطمة الشريف

ფატიმა აშ-შარიფი
ლიბიის საეფო ლიბიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 დეკემბერი, 1951
მმართ. დასასრული: 1 სექტემბერი, 1969
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
მონარქი: იდრის I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1911
დაბ. ადგილი: კუფრა, იტალიის ლიბია
გარდ. თარიღი: 3 ოქტომბერი, 2009(2009-10-03)
გარდ. ადგილი: (გარდაცვალების ადგილი)
დაკრძ. ადგილი: უჰუდი, მედინა, საუდის არაბეთი
დინასტია: სენუსი
რელიგია: ისლამი
ეროვნება: ლიბიელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ფატიმა ელ-შარიფი, დაიბადა 1911 წელს, იგი იყო ყოფილი ისლამური რელიგიური ორდენის სენუსიას მეთაურის ახმედ შარიფის ერთადერთი ქალიშვილი. მამამისი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ კოლონიზაციას მუსულმანურ სახელმწიფოებთან მიმართებაში. ლიბიის ომის შემდეგ, რომელიც 1912 წელს დასრულდა, ლივიის ტერიტორია გადავიდა იტალიური სამეფოს კონტროლის ქვეშ. 1923 წელს, იტალიის მთავრობაში, ფაშისტების მოსვლის შემდეგ და მათ მიერ განახლებული საომრო მოქმედებები ლიბიაში, ფატიმამ აქლემით გადალახა ეგვიპტის საზღვარი. თავს უშველა იმ იტალიელებისგან, რომლის მეთაურიც მარშალი გრაციანი იყო. 1931 წელს, სივაში, ის ცოლად გაჰყვა მუჰამედ იდრის ალ-მახდი ას-სენუსს, რომელიც იყო მამამისის პოსტის ორდენ სენუსიას მემკვიდრე. 1951 წელს, ფატიმა ელ-სენუსი გახდა ლიბიის დედოფალი.

ლიბიის დედოფალი

რედაქტირება

მთელი ცხოვრების განმავლობაში, ცოლ-ქმარს არ ჰყავდათ შვილები. მათი ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1953 წელს, რომელიც გარდაიცვალა დაბადებიდან მეორე დღესვე. მემკვიდრის არ ყოლამ დიდი პრობლემები შეუქმნა მეფეს და სახელმწიფოს. 1954 წელს, დეოფლის ძმის შვილმა, იბრაჰიმ ალ-შელხიმ მოკლა იდრის I-ლის მრჩეველი, მიზეზი კი შემდგომი ჭორები იყო: მრჩეველმა ურჩია, რომ გაყროდა და ცოლად მოეყვანა თვითონ მრჩევლის ქალიშვილი. შემდგომ იდრისმა ბრძანება გასცა ფატიმას ძმის შვილის მოკვლის.[1] რამდენიმე ხნის შემდეგ, იდრისმა გადაწყვიტა კიდევ ერთი ცოლი მოეყვანა, რომელიც მემკვიდრეს გაუჩენდა. ფატიმამ თვითონ შესთავაზა ორი შესაფერისი კანდიდატი, მაგრამ მან არცერთი არ აირჩია. 1995 წელს, მეფემ ცოლად მოიყვანა ალია აბდელ კადერ ლამლუმი, მიუხედავად მეუღლის ამ გადაწყვეტილებისა, ფატიმა მაინც დარჩა სამეფო რეზიდენციაში, ტობრუკში და მალევე შეურიგდა მას. შემდგომში ფატიმა და იდრისი გახდნენ დედინაცვალი და მამინაცვალი მათი გარდაცვლილი ნათესავების შვილებისთვის. თანამედროვეები ახასიათებდნენ ფატიმას, როგორც ტაქტიკურ, დახვეწილი იუმორის გრძნობის მქონე და კომუნიკაბელურ(ბავშვების მიმართებაში განსაკუთრებით) და როგორც იდრისის ერთგულ მეუღლეს. ის გახდა სამაგალითო ლიბიის ქალებისთვის. ფატიმა არ ატარებდა ჩადრს და იცვავდა ევროპულად. არ მისდევდა ჩაკეტილ ასკეტიკურ ცხოვრების წესს, არამედ პირიქით-აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ და საზოგადო სახელმწიფო საქმეებში, ესწრებოდა სახელმწიფო ღონისძიებებს.[1]

ცხოვრება მმართველობის დათმობის შემდგომ

რედაქტირება

მუამარ კადაფის სათავეში მოსვლის შემდგომ, ლიბიის საგვარეულო მდებარეოდა თურქეთში. მონარქიის დაცემის შემდეგ, 1969 წლის 1 სექტემბრიდან და სიკვდილამდე, იგი ცხოვრობდა ეგვიპტეს დედაქალაქ კაიროში. რევოლუციონურმა სასამართლომ, ლიბიაში, დაუსწრებლად, ყოფილ დედოფალს ჩამოართვა პრივილეგიები და 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. 2007 წელს, ლიბიის მმართველებმა, დაუბრუნეს ფატიმას თავისი სახლი, ტრიპოლში, მაგრამ მან არ მოისურვა ლიბიაში დარჩენა. 2009 წლის 3 ოქტომბერს, 40 წლიანი დევნის შემდეგ, გარდაიცვალა 98 წლის ასაკში, კაიროში.

  1. 1.0 1.1 Fatima al-Sanussi, Queen of Libya | Times Online Obituary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-24. ციტირების თარიღი: 2018-03-23.