ფასინლერი ან ბასიანი (თურქ. Pasinler; ქართ. ბასიანი; სომხ. Բասէն; ლათ. Phasiani; ბერძ. Φασιανοί; ყოფილი ჰასანქალე) — ქალაქი და რაიონი თურქეთში, ერზურუმის პროვინცია.[1] ქალაქის ფართობია 1 134 კმ²,[2] ხოლო მოსახლეობა — 27 055 (2022).[3]

დასახლებული პუნქტი
ფასინლერი
თურქ. Pasinler
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 39°58′56″ ჩ. გ. 41°40′59″ ა. გ. / 39.98222° ჩ. გ. 41.68306° ა. გ. / 39.98222; 41.68306
ოფიციალური ენა თურქული ენა
სასაათო სარტყელი UTC+3
ფასინლერი — თურქეთი
ფასინლერი

მდებარეობს ქალაქ ერზურუმიდან აღმოსავლეთით 40 კილომეტრში, ქალაქშია ციხესიმაგრე ჰასანქალე.[4] ქალაქში დაიბადა XVI-XVII საუკუნეების ოსმალი პოეტი ნეფი.[5]

ქალაქის ძველი სახელწოდება „ჰასანქალე“ უნდა უკავშირდებოდეს აყ-ყოიუნლუს მმართველ უზუნ-ჰასანს, ან ჰასანს, რომელიც რეგიონს მართავდა 1330-იან წლებში, ასევე შესაძლებელია მისი სახელი უკავშირდებოდეს ქუჩუქ-ჰასანს, ჩობანის შვილიშვილს, რომელიც თავს დაესხა ქალაქს 1340 წელს.[6]

პირველი უძველესი სამეფო, რომელიც აკონტროლებდა ამ ტერიტორიას არის ურარტუ, ამ პერიოდში ქალაქს ბიანი უწოდა. ერთ-ერთი ვერსიით ფასინლერის სახელი მომდინარეობს უძველესი ტომიდან, რომელსაც ფაზიელები ეწოდებოდა. როგორც ჩანს, ამ ტომის სახელიდან წარმოიქმნა თანამედროვე ენებში ამ ტოპონიმის სახელწოდება: ქართულად ბასიანი, სომხურად ბასეანი, ბერძნულად ფასიანე და თურქულად ფასინი.[7] აღმოჩენილ კერამიკულ მასალებზე დაყრდნობით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ფასინლერი იყო ურარტუს სამეფოს ნაწილი რკინის ხანაში.[8]

X საუკუნეში საზღვარი ბიზანტიის იმპერიასა და ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს შორის გადიოდა მდინარე არაქსის გასწვრივ, ამიტომ ჩრდილოეთ ბასიანის ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა სამფლობელო გახდა. 1001 წელს, დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, ბასიანი მემკვიდრეობით მიიღო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ და იქ დააარსა იბერიის თემი დედაქალაქით თეოდოსიოპოლისში. თუმცა, გაერთიანებული ქართული სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ბაგრატის ვაჟმა გიორგი I-მა მემკვიდრეობით მიიღო დავითის მემკვიდრეობა. სანამ ბასილი დაკავებული იყო თავისი ბულგარული ლაშქრობებით, გიორგიმ 1014 წელს დაიკავა ბასიანი 1014, რამაც გამოიწვია ბიზანტია-საქართველოს ომები. ბასილი II-ის ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, იმპერიისთვის დათმობილი მრავალი ტერიტორია 1070-1080-იან წლებში თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს, მაგრამ შემდეგ დაიბრუნა საქართველოს მეფე დავით IV-მ. XIII საუკუნეში ბასიანის ბრძოლაში ქართველებმა დაამარცხეს რუმის სასულთნოს ლაშქარი. პროვინცია საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა 1545 წლამდე, სანამ ბასიანს ოსმალეთის იმპერია დაიპყრობდა. ოსმალებმა ჰასანქალე სანჯაყის ცენტრად აქციეს და ციხესიმაგრე მთლიანად აღადგინეს.[6]

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება
  • ფეთჰულაჰ გიულენი — თურქი მქადაგებელი, ყოფილი იმამი, მწერალი და პოლიტიკური ფიგურა. გიულენის მოძრაობის დამფუძნებელი.
  1. Büyükşehir İlçe Belediyesi, Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 12 July 2023.
  2. İl ve İlçe Yüz ölçümleri. General Directorate of Mapping. ციტირების თარიღი: 12 July 2023
  3. Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2022, Favorite Reports en (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 12 July 2023
  4. Castles.nl - Hasankale Castle. ციტირების თარიღი: 2022-10-27
  5. Miller, Louis (1988) "Nef'i (Ömer)" Ottoman Turkish Writers: a bibliographical dictionary of significant figures in pre-Republican Turkish literature P. Lang, New York, page 108, ISBN 0-8204-0633-3
  6. 6.0 6.1 Sinclair, T.A. (1989) Eastern Turkey: An Architectural & Archaeological Survey, Volume II. Pindar Press, გვ. 228–231–232–233. ISBN 9780907132325. 
  7. Sadona, A. G. (2004), Archaeology at the North-East Anatolian Frontier, p. 58. Peeters Publishers, ISBN 978-90-429-1390-5.
  8. Sagona, Antonio G. and Sagona, Claudia (2004) An historical geography and a field survey of the Bayburt province (in the series: Archaeology at the north-east Anatolian frontier) Peeters Press, Louvain, Belgium, page 58, ISBN 90-429-1390-8