ფარულთავიანი კუები
ფარულთავიანი კუები (ლათ. Cryptodira) — ქვეწარმავლების რიგი კუების ქვეკლასისა. მათი ჯავშანი შედგება ძვლოვანი ფირფიტებისაგან, რომლებიც დაფარულია რქოვანი ფარებით. შეუძლიათ თავი კისერთან ერთად დამალონ ჯავშანში. აერთიანებს 30 გვარის 140 სახეობას (ყველა თანამედროვე კუს სახეობების 2/3-მდე), რომლებიც ერთიანდებიან 6 ოჯახში: საკუთრივ მტკნარი წყლის კუები (Emididae), ცინოსტერნები (Kinosternidae), კაიმანისებრი კუები (Chelydridae), მექსიკური კუები (Dermatemydidae, 1 სახეობა ცენტრალურ ამერიკაში), დიდთავა კუები (Platysternidae, 1 სახეობა — დიდთავა კუ) და საკუთრივ ხმელეთის კუები (Testudinidae). ზოგიერთი ზოოლოგი ფარულთავიანი კუებს ქვერიგად გამოყოფს.
ფარულთავიანი კუები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cryptodira | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 233-234.