ფარსმან სონღულაშვილი

მსახიობი

ფარსმან სონღულაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1923 წელი, დიღომი (სოფელი) — გ. 2001 წელი) — ქართველი მსახიობი.

ფარსმან სონღულაშვილი
დაბ. თარიღი 13 თებერვალი, 1923(1923-02-13)
გარდ. თარიღი 2001
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მსახიობი
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1948 წელს.[1]1948 - 1965 წლებში ის გახლდათ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, ხოლო 1965 წლიდან კი მოღვაწეობა გააგრძელა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში.

იგი გადაღებულია ქართულ კინოფილმებში: „კეთილი კაცი - „ობოლა“ (ერთხელ შაქრიანში)“ (1985), „ყვითელი ჩიტი“ (1983), „ბერიკაცები“ (1975), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1965), „გამსვლელი პაიკი“ (1970), „აბეზარა“ (1956), „ქალის ტვირთი“ (1957).[2]

ჯილდოები რედაქტირება

ფარსმან სონღულაშვილს 1961 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება. 1998 წელს — ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხელოვნების კალენდარი (თეატრი, მუსიკა, კინო), თბილისი, 1993. გვ. 14.
  • სიმონიშვილი გ., გაჩეჩილაძე თ., ყიფიანი თ.(რედ), წიგნი ღირსებისა: ტ. 3, თბილისი, 2001, გვ.302.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება