ფარნა ლომაშვილი
ფარნა ლომაშვილი, ოფიციალურად ფარნაოზ ლომაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1929, თიანეთი — გ. 28 ივნისი, 2017) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი (2002) და ღირსების ორდენის კავალერი (2000).
ფარნა ლომაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 ოქტომბერი, 1929 |
დაბ. ადგილი | თიანეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 28 ივნისი, 2017 (87 წლის) |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
დაიბადა 1929 წლის 14 ოქტომბერს თიანეთში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1953-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხალხთა მეგობრობის მუზეუმში, ეროვნულ ურთიერთობათა ინსტიტუტში, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის დიპლომატიურ აკადემიაში, თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტ „გაენათში“, თბილისის სასულიერო აკადემიაში და ასევე რამდენიმე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში.
1973-2004 წლებში იყო ა. პუშკინის (შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის) სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის, კავკასიის ხალხთა ისტორიისა და საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
გამოქვეყნებული ჰქონდა 260-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის 23 მონოგრაფია და 12 სასკოლო სახელმძღვანელო.
ლიტერატურა
რედაქტირება- წიგნი ღირსებისა, ტ. 5, თბ., 2003, გვ. 19