ფარიდ მამედოვი
ფარიდ მამედოვი (აზერ. Fərid Məmmədov; დ. 30 აგვისტო, 1991, ბაქო) — აზერბაიჯანელი მომღერალი. 2013 წელს მალმეში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე წარადგინა აზერბაიჯანი სიმღერით „Hold Me“ და დაიკავა მეორე ადგილი დანიის შემდეგ.
ფარიდ მამედოვი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 30 აგვისტო, 1991 (33 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
ფარიდ მამედოვი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებამამედოვი დაიბადა ბაქოში, ასიფ მამედოვის, პრფესიონალური ძიუდოისტისა და მოყვარული როკერის და მაია მამედოვას, საბჭოთა ტანმოვარჯიშის ოჯახში.[1] ფარიდ მამედოვი სწავლობდა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში
ბავშვობიდანვე მღეროდა ბულბულის ანსამბლიში, რომელსაც აიბანიზ ჰაშიმოვა ხელმძღვანელობდა. მრავალი წლის მანძილზე იყო ანსამბლის სოლისტი. 8 წლის ასაკიდან დაინტერესდა სოულითა და ჯაზით. მისი თქმით სტივი უანდერი იყო ის ვინც მასზე დიდი გავლენა მოახდინა.[2]
მამედოვი არის ავტორი სიმღერისა Gal yanima (მოდი ჩემთან), ერთ-ერთი სიმღერის, რომელიც მან შეასრულა აზერბაიჯანის ევროვიზიის შესარჩევი ტურის დროს.[2]
მუსიკის მიღმა აგრეთვე მისდევს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და კაპოეირას.[3]
2013 წელს მონაწილეობა მიიღო „ოქროს გრან პრის“ საერთაშორისო ჭიდაობის ტურნირის გახნის ცერემონიაზე.
2015 წელს მონაწილეობდა 2015 წლის ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიაზე სადაც საბინა ბაბაევასთან ერთად შეასრულა აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი.
ევროვიზია
რედაქტირება2013 წლის მარტში ფარიდმა მოიგო აზერბაიჯანის ეროვნული შესარჩევი კონკრუსი ევროვიზიისთვის და მიიღო მონაწილეობა ამავე წელს გამართულ რიგით 58-ე ევროვიზიის კონკურსზე რომელიც 2013 წლის მაისში, შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართა. მამედოვი გახდა პირველი მამაკაცი რომელიც წარადგენდა აზერბაიჯანს ამ კონკურზე. მისი გამოსვლა დადგა ბერძენმა ქორეოგრაფმა ფოლკას ევანგელინოსმა რომელსაც აქამდე დადგმული ქონდა საკის რუვასის და ანი ლორაკის გამოსვლები.[4] აზერბაიჯანმა დაიკავა მე-2 ადგილი. 10-ჯერ მიიღო 12 ქულიანი შეფასება და დაიკავა და ჯამში 234 ქულა მიიღო.
ევროვიზიის შემდეგ
რედაქტირება2016 წლის ასაკში ფარიდ მამედოვი ფარულად, არასაჯაროდ დაქორწინდა ქალზე სახელად ნიგარი. [5] წვილი მალევე გადავიდა საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, სადაც მათ 2019 წლის იანვარში პირველი შვილი შეეძინათ.[6] მამედოვს ჯამში გამოშვებული აქვს ოთხი სინგლი: „Gəl yanıma“ (2012), „İnan“ (2013), „Hold Me“ (2013) და „Hər an Yanımda“ (2014).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Farid Mammadov დაარქივებული 3 May 2013 საიტზე Wayback Machine. . Europe 2013.
- ↑ 2.0 2.1 Farid Mammadov's Rivals at Eurovision 2013 დაარქივებული 29 April 2013 საიტზე Wayback Machine. . Echo. 14 April 2013.
- ↑ Farid kicks off his European promotional tour დაარქივებული 27 June 2013 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. ITV. 30 March 2013.
- ↑ Farid Mammadov in Greece დაარქივებული 23 February 2017 საიტზე Wayback Machine. . Zerkalo. 9 April 2013.
- ↑ Женился азербайджанский участник «Евровидения 2013» Фарид Мамедов – ФОТО – ВИДЕО.
- ↑ Азербайджанский участник «Евровидения» стал отцом в США – ФОТО.