კაპოეირა
კაპოეირა, კაპუეირა (პორტ. Capoeira [kapu'e(i)ra]) — აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება (ასევე ცეკვის, მუსიკისა და პოპ-კულტურის შემადგენელი ნაწილი) თავდაპირველად ჩამოყალიბდა კოლონიურ პერიოდში ბრაზილიაში აფრიკელ მონათა მიერ. ტექნიკა გამოირჩევა მატყუარა სწრაფი მოძრაობებით, ძლიერი აკრობატული კომპონენტებით და ზოგიერთ ვერსიებში, როგორც წესი, მუსიკის თანხლებით სრულდება.
კაპუეირას ორი მთავარი ერთმანეთისგან გამორჩეული სტილი არსებობს. ერთს ჰქვია ანგოლა, დამახასიათებელი ნელი, დაბალი თამაშით კაპუეირას რიტუალისა და ტრადიციების ზედმიწევნით შესრულებით. მეორე სტილია რეჟიონალ, გამორჩეული განუწყვეტელი აკრობატული თამაშით, სადაც ტექნიკასა და სტრატეგიას ექცევა მთავარი ყურადღება. ორივე სტილს ახასიათებს სწრაფი ვარდნითი მოძრაობები და მიწაზე გართხმული მოჩვენებითი სიმშვიდე მყისიერი წამოვარდნით, ფეხისცემითა და თავისკვრით.
სიტყვა კაპუეირას წარმომავლობა გაურკვეველია. ერთი ვერსიით ის შესაძლოა მიუთითებდეს ტყის ან ჯუნგლის დაწვით ან გაკაფვით მიღებულ არემარეზე. აფრო-ბრაზილიელი მეცნიერი კარლოს ეუჟენიე მიიჩნევს რომ სახელწოდება მიუთითებს დიდ მრგვალ კალათაზე სახელით კაპა, რომლითაც ქალაქელი მონები თავზე გასაყიდ საქონელს დაატარებდნენ (აქედან კაპუეირა კალათის დამტარებელი ადამიანია). ალტერნატიულად, კონგოელი მეცნიერი კია ბუნსეკი ფუ-კიაუ ვარაუდობს, რომ კაპუიერა კიკონგოს ენის სიტყვის კიპურას დამახინჯებული ფორმაა, რაც ცანცარს, მოუსვენრობას, ყოყლოჩინობას ნიშნავს. მისი აზრით ტერმინი აღწერს მამლის საბრძოლო მოძრაობებს.
ბოლო დროს, ხელოვნებას პოპულარიზაციას უწევს კაპუეირას ტექნიკის სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებსა და კინოფილმებში შესრულება. კაპუეირას მუსიკა თანამედროვე პოპ მუსიკის შემადგენელი ნაწილიც გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კაპოეირას ფორუმი დაარქივებული 2006-02-23 საიტზე Wayback Machine.
- ჟურნალის "პლანეტ-კაპოირა" საიტი დაარქივებული 2006-02-07 საიტზე Wayback Machine.
- Capoeira video clips from Capoeira Science დაარქივებული 2017-09-02 საიტზე Wayback Machine.
- Worldwide Capoeira Comunity
- Capoeira movement