ფალსო-ასუფრე
ფალსო-ასუფრე (ესპ. Falso Azufre) — ვულკანური კომპლექსი სამხრეთ ამერიკაში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე (კატამარკის პროვინცია, არგენტინა; ატაკამის რეგიონი, ჩილე). განეკუთვნება აქტიურ ვულკანებს, მაგრამ კომპლექსში შემავალი ზოგიერთი ვულკანი ამჟამად მიძინებულია. უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 5 890 მეტრზე მდებარეობს.
ვულკანური კრატერის დიამეტრი 1 კმ-ია. მისგან ჩრდილო დასავლეთით, ჩილეს ტერიტორიაზე, მდებარეობს კალდერის ტიპის უსახელო კრატერი, ხოლო 20-კმ-ით ჩრდილოეთით, ვულკანი ელ-კონდორი, 15 კმ-ით სამხრეთით კი ვულკანი სან-ფრანსისკო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სამხრეთ ამერიკის ძირითადი ვულკანების სია და ფოტოები დაარქივებული 2006-11-24 საიტზე Wayback Machine.
- რეგიონის უმაღლესი ვულკანების რუკა დაარქივებული 2007-01-12 საიტზე Wayback Machine.