Greenhouse_effect_geo.JPG((623 × 479 პიქსელი, ფაილის ზომა: 43 კბ, MIME ტიპი: image/jpeg))

სქემის განმარტება რედაქტირება

ეს არის კოსმოსურ სივრცესა და დედამიწის ზედაპირს შორის ენერგიის გადატანის გამარტივებული სქემა. სქემის ავტორებია Kiehl და Trenberth, 1997. აქ ნაჩვენებია, როგორ ხდება დედამიწის ატმოსფეროს მიერ სითბოს "ჩაჭერა" და სათბურის ეფექტის გამოწვევა. ენერგიის გადაცემა გამოხატულია ვატებში კვადრატულ მეტრზე (W/m2).

კოსმოსიდან დედამიწაზე ძირითადად მზის გამოსხივებული ენერგია აღწევს. ამ ენერგიის ინტენსივობა ატმოსფეროს ზედა კიდესთან 1366 W/m2 შეადგენს. გეომეტრიული ეფექტების და არეკვლის გამო დედამიწის მიერ ამ ენერგიის მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით 235 W/m2 შთაინთქმება. ამ ენერგიის აბსორბცია მთლიანად დედამიწის ზედაპირზე რომ მომხდარიყო, დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ –18°C იქნებოდა(Lashof 1989). მაგრამ ეს ასე არ ხდება. როგორც მზის გამოსხივების ნაწილს, ასევე დედამიწის თბურ გამოსხივებას დედამიწის ატმოსფერო იჭერს, იგი "გადაამუშავებს" მათ და დედამიწის ზედაპირს დამატებით 324 W/m2 ენერგიას უბრუნებს, რის შედეგადაც დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა +14°C–ია.

ატმოსფეროს მიერ სითბოს "დაჭერის" 75% სათბურის აირებზე მოდის, რომლებიც დედამიწის თბურ გამოსხივებას შთანთქავენ. ამ ენერგიის ნაწილს (დაახლოებით 38%) ატმოსფერო კოსმოსში ასხივებს, ნაწილს კი (დაახლოებით 62%) დედამიწის ზედაპირზე აბრუნებს. შეფარდება კოსმოსში "გაგზავნილ" და დედამიწის ზედაპირზე დაბრუნებულ სითბოს შორის ატმოსფეროს შემადგენლობაზე, სტრუქტურასა და სიმკვრივეზეა დამოკიდებული.

ატმოსფეროს მიერ ენერგიის "გადამუშავების" ამ პროცესს, რომლის შედეგად დედამიწის ზედაპირს ტემპერატურა მატულობს, სათბურის ეფექტი ეწოდება. იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დედამიწის კლიმატს. სტაბილურ მდგომარეობაში დედამიწის მიერ კოსმოსიდან ენერგიის მიღება და კარგვა დაბალანსებულია და დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა უცვლელია. მაგრამ ბოლო გაზომვები აჩვენებს, რომ დღესდღეისობით დედამიწა შთანთქავს 0,85 W/m2–ით მეტ ენერგიას კოსმოსიდან, ვიდრე ასხივებს (Hansen და სხვები, 2005). ეს კი დედამიწაზე გლობალურ დათბობას იწვევს. ითვლება, რომ ამის მიზეზი ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდა არის.


ეს არის გადმოქართულებული სურათი ვიკიპედია–ქომონსიდან: http://en.wikipedia.org/wiki/Image:Greenhouse_Effect.svg

ფაილის ისტორია

დააწკაპუნეთ თარიღზე/დროზე ფაილის დასათვალიერებლად, როგორც ის მაშინ გამოიყურებოდა.

თარიღი/დრომინიატიურაზომებიმომხმარებელიშენიშვნა
მიმდინარე18:55, 27 იანვარი 2008მინიატურა 18:55, 27 იანვარი 2008 ვერსიისთვის623×479 (43 კბ)ლია თოდუა (განხილვა | წვლილი)გადმოქართულებული სურათი ვიკიპედია–ქომონსიდან: http://en.wikipedia.org/wiki/Image:Greenhouse_Effect.svg

ამ ფაილზე ბმული მოცემულია შემდეგ გვერდებზე:

მეტამონაცემები