ფავილა (ესპ. Favila; დ. დაახლ. 715/720 — გ. 739) — ასტურიის სამეფოს მეორე მეფე. მეფე პელაიოს შვილი. ქვეყანას მართავდა 737-739 წლებში.

ფავილა

ფავილას ორი განსახვავებული გამოსახულება სან-პედრო-დე-ვილიანუევის მონასტრის კარზე
ასტურიის სამეფოს მე-2 მეფე
მმართ. დასაწყისი: 737
მმართ. დასასრული: 739
წინამორბედი: პელაიო
მემკვიდრე: ალფონსო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 715/720
გარდ. თარიღი: 739
გარდ. ადგილი: სოფელი ლევესი
მეუღლე: ფროლება
მამა: პელაიო

ფავილა ტახტზე ავიდა მამის, პელაიოს გარდაცვალების შემდეგ. სამეფოს ამ დროისთვის ეკავა ტერიტორია მდინარე ეოსა და ანსინს შორის. მამისგან განსხვავებით მან ვერ შეძლო ტერიტორიების განვრცობა. იგი სულ 2 წელი იდგა ქვეყნის სათავეში და მისი მმარტველობის შესახებ მცირე ცნობებია შემონახული. ალფონსო III-ის ქრონიკის მიხედვით 737 წელს მან მაშინდელ დედაქალაქ კანგა-დე-ონისში დააარსა სანტა-კრუსის მონასტერი. ამავე წყაროს მიხედვით ფავილა 739 წელს დათვებზე ნადირობის დროს დაიღუპა. დაკრძალულია სანტა-კრუსის მონასტერში.

ფავილას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი დის ქმარი ალფონსო I.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება