უხნააგიინ ხურელსუხი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

უხნააგიინ ხურელსუხი (მონღ. Ухнаагийн Хүрэлсүх; დ. 14 ივნისი, 1968) — მონღოლი პოლიტიკოსი, მონღოლეთის მოქმედი მე-6 პრეზიდენტი. მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება დაიწყო 2021 წლის 25 ივნისს, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა 2021 წლის მონღოლეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი პრემიერ-მინისტრი იყო 2017 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის იანვრამდე და მონღოლეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს ოთხჯერ — 2000, 2004, 2012 და 2020 წლებში.

უხნააგიინ ხურელსუხი
მონღ. Ухнаагийн Хүрэлсүх
250
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1968(1968-06-14) (56 წლის)
დაბადების ადგილი ულან-ბატორი
მოქალაქეობა  მონღოლეთი
განათლება National University of Mongolia
khurelsukh.mn

პრემიერ-მინისტრობამდე ხურელსუხი მუშაობდა მონღოლეთის მთავრობაში გადაუდებელი სიტუაციების მინისტრად 2004-2006 წლებში, 2006-2008 წლებში პროფესიული ინსპექტირების მინისტრად და ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრის მოადგილე 2014-2017 წლების პერიოდში. 2008-2012 წლებში იგი იყო მონღოლეთის სახალხო პარტიის გენერალური მდივანი და მისი თავმჯდომარე 2017-2021 წლებში.[1]

განათლება

რედაქტირება

ხურელსუხმა 1985 წელს დაამთავრა № 2 საშუალო სკოლა. 1989 წელს დაასრულა თავდაცვის უნივერსიტეტი პოლიტიკური კვლევების სპეციალობით. მან საჯარო მმართველობა შეისწავლა სახელმწიფო მმართველობისა და მართვის განვითარების ინსტიტუტში, ხოლო სამართალი — მონღოლეთის ეროვნულ უნივერსიტეტში, რომლებიც დაასრულა შესაბამისად 1994 და 2000 წლებში.[2]

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

1989-1990 წლებში ხურელსუხი მუშაობდა მონღოლეთის სახალხო არმიის 1152-ე ერთეულის პოლიტიკურ მოადგილედ. იგი პირველი მონღოლი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელმაც 1990 წელს თანამდებობა დატოვა პარტიული წევრობის შესანარჩუნებლად, მაშინ როდესაც მთავრობამ მოითხოვა პარტიული წევრობის გაუქმება სხვადასხვა (საჯარო) თანამდებობებზე. ხურელსუხს აქვს პოლკოვნიკის წოდება.[3][4]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ხურელსუხი 90-იანი წლების დასაწყისში სამუშაოდ გადავიდა პოლიტიკურ მოხელედ მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტიის ცენტრალური კომიტეტში, რაც მას ცენტრალური კომიტეტის ყველაზე ახალგაზრდა მოხელედ აქცევდა.[5] 1994 წელს ხურელსუხი დაინიშნა მრჩევლად მონღოლეთის სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფის სამდივნოში. 1996 წლამდე მუშაობის შემდეგ წინსვლა განაგრძო და გახდა პარტიის ახალგაზრდული განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორი. ამ პერიოდში მან 1997 წელს დააარსა მონღოლეთის დემოკრატიული სოციალისტური ახალგაზრდული ფედერაცია (მდსაფ), რომელიც დღეს ცნობილია როგორც სოციალური დემოკრატიის მონღოლეთის ახალგაზრდული კავშირი.[6] მას ეს პოზიცია 2005 წლამდე ეკავა, რამაც მას პარტიის ე. წ. „ახალგაზრდული ფრთის" ლიდერის სახელი მოუპოვა.[7]

ხურელსუხმა 1990-იან წლებში საზოგადოების ყურადღება მიიქცია იმ დემონსტრაციებისა და შიმშილობის ორგანიზებით, რომლებიც მაშინდელ პოლიტიკურ სიტუაციებს ეწინააღმდეგებოდა.[8]

2017-2021 წლებში ეკავა მონღოლეთის 30-ე პრემიერის თანამდებობა.[9]

პრეზიდენტობა

რედაქტირება

პრეზიდენტის თანამდებობაზე საიუნაგურაციო სიტყვა წარმოსთქვა 2021 წლის 25 ივნისს, 11:40 საათზე სახელმწიფო სასახლის დიდ დარბაზში. ცერემონიამდე, ხურელსუხმა თავისი მეუღლის თანხლებით, პატივი მიაგო ჩინგის ხანის ძეგლს.[10][11]

2021 წლის 4 ივლისს, იგი დაესწრო პირველ ფრენას ჩინგიზ-ყაენის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე.[12]

2022 წლის სექტემბერში, ხურელსუხი ჩავიდა სამარყანდში, უზბეკეთი, რათა დასწრებოდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოს მეთაურების საბჭოს 22-ე შეხვედრას. მან მონაწილეობა მიიღო სამმხრივ შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.[13] მონღოლეთი ამჟამად რთული სიტუაციის წინაშე დგას, რადგან პუტინი ეწვია ქვეყანას, მისი პირველი ვიზიტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მის მიმართ დაპატიმრების ორდერი გაიცა, თუმცა მონღოლეთს არ დაუკავებია.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ხურელსუხი დაქორწინებულია და ჰყავს ორი ქალიშვილი.[14] მისი მეუღლე ბაღის აღმზრდელია, ხოლო მისი უფროსი ქალიშვილი არის ადამიანის უფლებების ლექტორი. მას უყვარს გიტარაზე დაკვრა თავის ბენდთან ერტად, რომელიც მან 50 წლის ასაკში ჩამოაყალიბა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე მოტოციკლეტებით არის აქტიურად გატაცებული, მან დააფუძნა Harley-Davidson-ის გულშემატკივართა კლუბი მონღოლეთში.[15]

  1. Welle (www.dw.com), Deutsche. Deutlicher Wahlsieg der mongolischen Regierungspartei | DW | 25.06.2020 de-DE. ციტირების თარიღი: 2021-01-27
  2. Төгөлдөр, А.. (2020-07-02) У.Хүрэлсүхийг Монгол Улсын 31 дэх Ерөнхий сайдаар томиллоо mn. ციტირების თარიღი: 2021-01-26
  3. His nickname is 'Fist' and he's Mongolia's macho new PM en (2017-10-04). ციტირების თარიღი: 2021-06-09
  4. iToim.mn - ҮНЭНИЙ ТАЛД. ციტირების თარიღი: 2021-06-09
  5. gogo.mn. У.Хүрэлсүх МАН-аас Ерөнхийлөгчийн сонгуульд нэр дэвшихээр боллоо mn. ციტირების თარიღი: 2021-06-09
  6. vip76. У.Хүрэлсүх mn. ციტირების თარიღი: 2021-06-09
  7. Edwards, Terrence (2017-10-04). „Mongolia names biker enthusiast PM, kick-starting IMF rescue package“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-06-09.
  8. 24 баримт: Монгол Улсын 30 дахь Ерөнхий сайд У.Хүрэлсүх mn (26 September 2017). ციტირების თარიღი: 2021-06-09
  9. Edwards, Terrence (2017-10-04). „Mongolia names biker enthusiast PM, kick-starting IMF rescue package“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-06-09.
  10. President Ukhnaagiin Khurelsukh sworn in.
  11. President Ukhnaagiin Khurelsukh Sworn in (25 June 2021).
  12. PRESIDENT KHURELSUKH TAKES PART IN OPENING OF NEW CHINGGIS KHAAN AIRPORT en-GB (2021-07-04). ციტირების თარიღი: 2021-07-08
  13. „President of Mongolia Ukhnaagiin Khurelsukh arrives in Samarkand“. UzDaily.com. 14 September 2022.
  14. Khurelsukh Ukhnaa. ციტირების თარიღი: 2021-01-27
  15. Edwards, Terrence (2017-10-04). „Mongolia names biker enthusiast PM, kick-starting IMF rescue package“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-06-09.