უძო (ეკლესია)
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
უძო (ეკლესია) — არქიტექტურული ძეგლი კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის ჩრდილოეთით, დაახლოებით 0,7 კილომეტრზე, ტყეში. სავარაუდოდ, თარიღდება XVIII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით, ტლანქად. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ოთხივე კედელი, რომელთა შორის, შედარებით დიდ სიმაღლეზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები დგას. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის გადახურვის ფორმა არ დგინდება. აღმოსავლეთ კედლის შუაში გარეთკენ შევიწროებული სარკმელია გაჭრილი, რომელსაც ზედა ნაწილი მონგრეული აქვს.
2009 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესიის ინტერიერი ნანგრევებისა და ნაყარი მიწისგან გაუწმენდია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 167.