სათოვლია

(გადამისამართდა გვერდიდან უცუნა)

სათოვლია, უცუნა (Colchicum) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. მოკლეღეროიანი და გორგლბოლქვიანი ბალახებია, დიდი და ნაირფერი ყვავილები (1-5) აქვთ. ზოგი სახეობა გვიან შემოდგომით ყვავილობს, ნაყოფს (კოლოფი) კი მომავალ გაზაფხულზე იკეთებს.

სათოვლია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Colchicum

60-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ირანში და აღმოსავლეთში — ჩრდილოეთ ინდოეთამდე. საქართველოში, მთის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე, მხოლოდ 3 სახეობა იზრდება. სათოვლიას თესლსა და გორგლბოლქვში არის ალკალოიდები, რომელთაგან კოლხიცინი გენეტიკასა და სელექციაში პოლიპლოიდების მისაღებად გამოიყენება, მედიცინაში კი — ნიკრისის ქარის სამკურნალოდ, კოლხამიანი (ომაინი) — სისხლის ზოგიერთი დაავადებისა და ავთვისებიანი სიმსივნის დროს. სათოვლიას ბევრი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა

რედაქტირება