უფურეთის წმინდა გიორგის ეკლესია

უფურეთის წმინდა გიორგის ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უფურეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია აგურითაა ნაგები. თაღში ჩასმული სწორკუთხა შესასვლელი, ეკლესიას სამხრეთიდან აქვს, რომლის თავზეც, წმინდა გიორგის გამოსახულებაა დატანებული. როგორც ჩანს, დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ცრუ თაღების გამოყვანით უცდიათ მოცულობის არქიტექტურული რიტმის შექმნა. ინტერიერში, საკურთხეველი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისგან კანკელით გამოიყოფა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. ასეთივე სარკმლებია სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. აფსიდის კედელში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო მაღალი, თაღოვანი ნიშია გამოყვანილი. ლავგარდანი აგურისაა, მოცულობა გადახურულია კრამიტით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30900