იორნ უტზონი

(გადამისამართდა გვერდიდან უტცონი, იორნ)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იორნ უტზონი (Jørn Utzon; დ. 9 აპრილი, 1918, კოპენჰაგენი — გ. 29 ნოემბერი, 2008) — დანიელი არქიტექტორი, ყველაზე უკეთ ცნობილი სიდნეის ოპერის თეატრის ორიგინალური დიზაინით.

სიდნეის ოპერის თეატრი.

სწავლობდა კოპენჰაგენის არქიტექტურის სკოლაში (1937–1942), გაირა ექვსთვიანი სტაჟირება ალვარ აალტოსთან (1946), სწავლობდა შვედი ერიკ გუნარ ასპლუნდის ნამუშევრებს. სიდნეის საოპერო თეატრისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში (1957) იმ დროისთვის უკვე სახელოვანმა ეერო საარინენის დაჟინებით ნაკლებად ცნობილი უტზონის ექსპრესიული პროექტი გამოცხადდა.

ოპერის თეატრის მშენებლობის პერიოდში მრავალი საინჟინრო სირთულე წარმოქმნა, რამაც მშენებლები უტზონის თავდაპირველი გეგმიდან გადახვევა აიძულა. პროტესტის ნიშნად 1966 წელს უტზონი პროექტიდან წავიდა, რის შემდეგაც ინტერიერით ადგილობრივი, ავსტრალიელი სპეციალისტები დაკავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უტზონს მომდევნო წლებში ბევრი არ უშენებია, სიდნეის თეატრისთვის მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული (მათ შორის პრიცკერის პრემია 2003 წ.), ხოლო 2007 წელს პირველი არქიტექტორი გახდა, რომლის პროექტი ავტორის სიცოცხლეშივე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იორნ_უტზონი“-დან