უსანეთის ეკლესია
უსანეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ჩრდილო-დასავლეთით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (15,2X10,6 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, ზოგან ნახმარია თლილი ქვა. დაზიანებულია - ჩამონგრეულია სახურავისა და კედლის დიდი ნაწილი, ლავგარდანი. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი წყვილი ბოძითა და მათზე გადაყვანილი სამ-სამი თაღით. კამარები, კონქები და თაღები ყველგან ისრულია. თლილი ქვით გამოყვანილი თაღები პილონების მარტივ ქვის იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხეველი ამაღლებულია. ნახევარწრიულ აფსიდში დიდი სწორკუთხა სარკმელია. აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიკავნეა, რომლებიც აფსიდს ღიობით უკავშირდება, ხოლო დარბაზს მაღალი თაღებით. ეკლესიის შუა ნავის დასავლეთ კედელში ერთი ოთხკუთხა სარკმელია. სამხრეთ ნავში და შუა ნავის ზედა ნაწილში - სამ-სამი. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვს. ჩრდილოეთი კედლის ნიშში სანათლავია.
უსანეთის ეკლესია | |
უსანეთის ეკლესიის ნანგრევები | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°05′50″ ჩ. გ. 43°38′35″ ა. გ. / 42.09722° ჩ. გ. 43.64306° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
|
სამრეკლო (4,2X4,2 მ) ეკლესიაზეა აღმოსავლეთიდან მიდგმული. იგი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. ქვედა სართული სამ მხარეს გახსნილია თაღებით. პროფილირებული იმპოსტები და მათზე დაყრდნობილი ისრული თაღები ამოყვანილია აგურით. II სართული პირამიდული გუმბათით გადახურული ექვსწახნაგა ფანჩატურია. ზარების დასაკიდი გადახურულია კონუსური გუმბათით. ფანჩატურის მასიურ ბოძებს მარტივი კაპიტელები და ბაზისები აქვს. აგურის ლავგარდნის ოთხი მწკრივიდან ორი დაწყობილია კბილანებად.
ეკლესიას და მის სამრეკლოს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 423.
- ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ., გვ. 84
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალის უსანეთის ეკლესია დაარქივებული 2013-08-25 საიტზე Wayback Machine.
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6524