ურფინ ჯუსი და მისი ხის ჯარისკაცები
ურფინ ჯუსი და მისი ხის ჯარისკაცები (რუს. Урфин Джюс и его деревянные солдаты) — მწერალ ალექსანდრე ვოლკოვის მიერ ჯადოსნური ქვეყნის შესახებ დაწერილი რომანების სერიის მეორე ტომი. გამოიცა 1963 წელს.
„ურფინ ჯუსი და მისი ხის ჯარისკაცები“ | |
---|---|
Урфин Джюс и его деревянные солдаты | |
წიგნის გარეკანი, მხატვარი - ლეონიდ ვლადიმირსკი | |
ავტორი | ალექსანდრე ვოლკოვი |
ილუსტრატორი | ლეონიდ ვლადიმირსკი |
გარეკანის მხატვარი | ლეონიდ ვლადიმირსკი |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
თემა | თავგადასავლები |
ჟანრი | ზღაპარი |
გამოცემის თარიღი | 1963 |
წინამორბედი | ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი |
მომდევნო | მიწისქვეშეთის შვიდი მეფე |
სიუჟეტი
რედაქტირებაგინგემას დაღუპვის შემდეგ მისი თანაშემწე ურფინ ჯუსი თავს ჯადოქრის მემკვიდრედ აცხადებს, მაგრამ მღეჭავთა ქვეყნის (ანუ ლურჯი ქვეყნის) ხალხი მას არ აღიარებს. ერთხელ ქარიშხალს მის ბაღში მოაქვს უცნაური თესლი, რომელიც სარეველა ბალახად იქცევა. ურფინ ჯუსი მას ამოძირკვავს და გააშრობს, შემდეგ - ფხვნილად აქცევს. იგი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ფხვნილს შეუძლია ნებისმიერი ნივთის გაცოცხლება. ის აცოცხლებს სათამაშო კლოუნ ეოტ ლინგს, დათვის ბეწვს, მოგვიანებით კი ქმნის ხის ჯარისკაცების უძლეველ არმიას და თავს ესხმის ზურმუხტის ქალაქს. მისი თანამოაზრეა რუფ ბილანი, ადგილობრივი მკვიდრი. ქალაქის მმართველი, საფრთხობელა და მის დასახმარებლად მოსული რკინის შეშისმჭრელი აღმოჩნდებიან ურფინ ჯუსის ტყვეობაში.
ელისთან კანზასში მიფრინავს ყვავი კაგი-კარი. მის მიერ მიტანილ ფოთოლზე გამოსახულები არიან ტყვეები და ელი მიხვდება, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. მასთან სტუმრად ამ დროს იმყოფება მეზღვაური ჩარლი ბლეკი, ელის ბიძია. ძველი გემით, რომელზეც მიმაგრებულია ბორბლები, ისინი გადადიან ჯადოსნურ ქვეყანაში, მღეჭავებს ათავისუფლებენ ჯუსის თანაშემწის, კაბრ გვინის ბატონობისგან და მამაც ლომთან ერთად საიდუმლო გზით შედიან ზურმუხტის ქალაქის მიწისქვეშეთში. ყველა ერთად მიემართება იასამნისფერ ქვეყანაში. აქ ყველაფერს მართავს ჯუსის კიდევ ერთი მოახლე, ენკინ ფლედი. მისი დამარცხების შემდეგ მეგობრები იწყებენ ადგილობრივი ხალხის შეკრებას ჯუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასობაში აჯანყება ზურმუხტის ქალაქშიც მზადდება და ჯუსის ჯარი ორ ბანაკს შორის მოექცევა. დამარცხების შემდეგ ურფინ ჯუსს ეულად უშვებენ - მისთვის, ელისა და ჩარლის თქმით, ეს ყველაზე დიდი სასჯელი იქნება. ხის ჯარისკაცებზე მრისხანე სახეების მაგივრად გამოსახავენ მხიარულ სახეებს და ისინი შრომისმოყვარე და კეთილ მუშებად იქცევიან. რუფ ბილანი გარბის მიწისქვეშეთში. ელი, ჩარლი და ძაღლი ტოტო ბრუნდებიან სამშობლოში.
პერსონაჟები
რედაქტირება- მთავარი გმირები
- ელი - გოგონა კანზასიდან.
- ტოტო - ელის ძაღლი, რომელიც ჯადოსნური ქვეყნის ტერიტორიაზე საუბრის უნარს იძენს.
- ჩარლი ბლეკი - ცალფეხა მეზღვაური, ელის ბიძია
- ქვეყნის დამცველები
- ბრძენი საფრთხობელა - ზურმუხტის ქალაქის მმართველი.
- რკინის შეშისმჭრელი - იასამნისფერი ქვეყნის მმართველი.
- მამაცი ლომი - ნადირთა მეფე, ელის მეგობარი.
- კაგი-კარი - ყვავი, კავშირის უფროსი.
- დინ გიორი - გრძელწვერა მცველი.
- ფარამანტი - ზურმუხტის ქალაქის დარაჯი.
- ლესტარი - იასამნისფერი ქვეყნის საუკეთესო ოსტატი.
- ურფინ ჯუსი და მისი მომხრეები
- ურფინ ჯუსი - თვითმარქვია მეფე
- გუამოკოლატოკინტი - გინგემას ბუ
- ბაკუნა - დათვის ბეწვი
- ეოტ ლინგი - სათამაშო კლოუნი
- ლან პიროტი - ხის ჯარისკაცთა გენერალი
- არუმი, ბეფარი, ვატისი, გიტონი, დარუკი, ელვედი და სხვები - კაპრალები
- რუფ ბილანი - მოღალატე, გაქცეული მიწისქვეშეთში
- კაბრ გვინი - ურფინ ჯუსის თანაშემწე, მოურავი ლურჯ ქვეყანაში
- ენკინ ფლედი - ურფინ ჯუსის თანაშემწე, მოურავი იასამნისფერ ქვეყანაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურმუხტის ქალაქის მოყვარულთა გვერდი დაარქივებული 2017-07-28 საიტზე Wayback Machine.