ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი
ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი (რუს. Волшебник Изумрудного города) — მწერალ ალექსანდრე ვოლკოვის მიერ ჯადოსნური ქვეყნის შესახებ დაწერილი რომანების სერიის პირველი ტომი. ეფუძნება ფრენკ ბაუმის ცნობილ საბავშვო წიგნს „ოზის საოცარი ჯადოქარი“.
„ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი“ | |
---|---|
Волшебник Изумрудного города | |
წიგნის გარეკანი, მხატვარი - ლეონიდ ვლადიმირსკი | |
ავტორი | ალექსანდრე ვოლკოვი |
ილუსტრატორი | ლეონიდ ვლადიმირსკი |
გარეკანის მხატვარი | ლეონიდ ვლადიმირსკი |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
თემა | თავგადასავლები |
ჟანრი | ზღაპარი |
გამომცემელი | დეტსკაია ლიტერატურა |
გამოცემის თარიღი | 1939 |
მომდევნო | ურფინ ჯუსი და მისი ხის ჯარისკაცები |
სიუჟეტი
რედაქტირებაბოროტი ჯადოქრის, გინგემას მიერ გამოწვეული ქარიშხალი პატარა ფურგონს, რომელშიც გოგონა ელი და მისი ძაღლი ტოტო იმალებოდნენ, კანზასის შტატიდან გადაიტანს ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს უდაბნოსა და მთების მიღმა. მაგრამ კეთილ ჯადოქარ ვილინას შელოცვით, ფურგონი დაეცა გინგემაზე და გაჭყლიტა იგი. ვილინა ამცნობს ელის, რომ მას კანზასში მხოლოდ ჯადოქარი გუდვინი დააბრუნებს, რომელიც ზურმუხტის ქალაქში ცხოვრობს. ელი ყვითელი აგურით ნაგები გზით, ფეხსაცმლებით, რომლებიც ტოტომ გინგემასთან იპოვნა, მიემართება ზურმუხტის ქალაქისაკენ. მას დაუმეგობრდებიან საფრთხობელა, რკინის შეშისმჭრელი და ლომი. სამივეს სურთ საკუთარი სურვილების ასრულება. საფრთხობელა ოცნებობს ჭკუის მიღებაზე. შეშისმჭრელი უგულოა და ოცნებობს ნამდვილ გულზე, ხოლო ლომი მშიშარაა და ოცნებობს სიმამაცეზე.
ზურმუხტის ქალაქში მისულებს გუდვინი სხვადასხვა არსების სახით ეცხადება და ჰპირდება, რომ შეუსრულებს სურვილებს მხოლოდ მაშინ, როდესაც იასამნისფერი ქვეყანა გათავისუფლებული იქნება ბოროტი ჯადოქრის, ბასტინდას ბატონობისაგან. მოგზაურები მიდიან ბასტინდასთან, მაგრამ მათ თავს ესხმიან ჯადოქრის მსახურები - მფრინავი მაიმუნები, რომლებიც ატყვებებენ მეგობრებს.
ბასტინდამ იცის, რომ ელის ფეხსაცმლებში რაღაც ჯადოსნური ძალა იმალება და ამიტომ ცდილობს, წაართვას გოგონას ისინი. ერთ-ერთი მცდელობისას ელი მას ასხამს წყალს და ბასტინდა დნება. მისი ჯადოსნური ქუდი, რომელიც მართავს მფრინავ მაიმუნებს, ელის ხელში გადადის. გამარჯვებული მოგზაურები ბრუნდებიან გუდვინთან, მაგრამ ტოტო აღმოაჩენს მის საიდუმლო ოთახს, საიდანაც გამოვარდება მომცრო ტანის მამაკაცი. აღმოჩნდება, რომ გუდვინი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც უბრალოდ ააშენა ახალი ქალაქი და ყველა დააჯერა, რომ იგი ზურმუხტის არის (ქალაქის მაცხოვრებლები ატარებენ მწვანე ფერის სათვალეებს). აღმოჩნდება, რომ გუდვინი ასევე ოდესღაც კანზასში ცხოვრობდა. იგი მაინც უსაჩუქრებს მოგზაურებს ნემსებიან ტომარას (ტვინი), ნაჭრის გულს და დასალევ სითხეს (სიმამაცეს). ხოლო ელის იგი ჰპირდება, რომ მასთან ერთად შინ დაბრუნდება. მაგრამ გაფრენის დღეს ძლიერი ქარი წყვიტავს ბაწარს და ჯადოქარი ეულად მიფრინავს.
ქალაქის მმართველად დანიშნულია საფრთხობელა. მეგობრები გადაწყვიტავენ, ეწვიონ კიდევ ერთ კეთილ ჯადოქარს, სტელას. მასთან მისვლისას ელი აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში, მთელი მოგზაურობის მანძილზე ნებისმიერ დროს შეეძლო შინ დაბრუნება - ჯადოსნური ფეხსაცმლის დახმარებით. მეგობრები ემშვიდობებიან ერთმანეთს. ელი ბრუნდება მშობლებთან, კანზასში.
პერსონაჟები
რედაქტირება- მთავარი გმირები
- ელი - გოგონა კანზასიდან.
- ტოტო - ელის ძაღლი, რომელიც ჯადოსნური ქვეყნის ტერიტორიაზე საუბრის უნარს იძენს.
- საფრთხობელა - არსება, რომელიც ელიმ ჩამოხსნა მინდორში და შეჰპირდა, რომ გუდვინი მას ტვინს აჩუქებდა.
- რკინის შეშისმჭრელი - ოდესღაც ადამიანი, ზღაპარში მიმდინარე მოვლენების დროს კი რკინის არსება, რომელიც ნატრობს ნამდვილ გულს.
- ლომი - მშიშარა ლომი, რომელიც ნატრობს სიმამაცეს.
- ჯადოქრები
- სტელა - ვარდისფერი ქვეყნის ჯადოქარი
- ვილინა - ყვითელი ქვეყნის ჯადოქარი
- ბასტინდა - ბოროტი ჯადოქარი (იასამნისფერი ქვეყანა)
- გინგემა - ბოროტი ჯადოქარი (ლურჯი ქვეყანა)
- სხვა პერსონაჟები
- პრემ კოკუსი - ლურჯი ქვეყნის მმართველი გინგემას შემდეგ.
- ფარამანტი - ზურმუხტის ქალაქის დარაჯი
- დინ გიორი - ზურმუხტის ქალაქის გრძელწვერიანი მცველი
- ფრეგოზა - ბასტინდას მსახური, მზარეული.
- რამინა - მინდვრის თაგვების დედოფალი.
- კაციჭამია - მან მოიტაცა ელი, მაგრამ შემდეგ იგი მეგობრებმა გადაარჩინეს.
- გორდისკბილებიანი ვეფხვები - საშიში არსებები, რომლებიც მეგობრებს გზად შეხვდნენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურმუხტის ქალაქის მოყვარულთა გვერდი დაარქივებული 2017-07-28 საიტზე Wayback Machine.