ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ნაკრებს მართვს ურუგვაის რაგბის კავშირი. ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა 1948 წელს ჩილეს ნაკრებთან, რომელიც დასთმო ანგარიშით 3:21. ნაკრებმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში – 1999, 2003 და 2015 წლებში. 1981 წელს ურუგვაის ეროვნული ნაკრები გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ჩემპიონი არ გამხდარა არგენტინის ნაკრები. მიუხედავად ამისა, ურუგვაელ რაგბისტებს არასოდეს არ მოუგიათ არგენტინელებისათვის ოფიციალურ მატჩებში. ურუგვაელები 19-ჯერ გახდნენ ამ ტურნირის ვერცხლის მედალოსნები და კიდევ 9 სეზონი დაამთავრეს მესამე ადგილზე. ურუგვაის ეროვნული ნაკრები თამაშობს ლურჯ-შავი ფერის ფორმებით, ხოლო სტუმრად გამოდის თეთრ-ცისფერი ფორმით. ურუგვაელები ცნობილები არიან Teros, ანუ პრანწიის მეტსახელით.
კავშირი | ურუგვაის რაგბის კავშირი | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | Teros | ||
ემბლემა | Southern Lapwing | ||
მწვრთნელ(ებ)ი | პაბლო ლემოინი | ||
კაპიტანი | სანტიაგო ვილასეკა | ||
ყველაზე მეტი კეპი | როდრიგო სანჩესი (67) | ||
ყველაზე მეტი ქულა | ფედერიკო სკიარა (261) | ||
ყველაზე მეტი ლელო | დიეგო ორმაეჩეა (33) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
ჩილე 21 – 3 ურუგვაი (02-06-1948) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
პარაგვაი 6 – 102 ურუგვაი (14-05-2011) | |||
უარესი დამარცხება | |||
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 134 – 3 ურუგვაი (11-06-2005) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 3 (პირველი 1999) | ||
საუკეთესო შედეგი | მესამე ადგილი ჯგუფში, 1999 |