ურანი რუმბო
ურანი რუმბო (ალბ. Urani Rumbo; დ. 20 იანვარი, 1895 ― გ. 26 მარტი, 1936) ― ალბანელი ფემინისტი, მასწავლებელი და დრამატურგი. დააარსა რამდენიმე ასოციაცია, რომლებიც ალბანელი ქალების უფლებების დაცვას ისახავდა მიზნად, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „Lidhja e Gruas“ („ქალთა კავშირი“), — ალბანეთში ერთ-ერთი პირველი წამყვანი ფემინისტური ორგანიზაცია.[1]
ურანი რუმბო | |
---|---|
ურანი რუმბო | |
დაბადების თარიღი |
20 იანვარი, 1895 სტეგოპული, ალბანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
26 მარტი, 1936 ვლორა, ალბანეთი |
ეროვნება | ალბანელი |
საქმიანობა | მასწავლებელი |
ცნობილია როგორც | ქალთა მოძრაობის ლიდერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაურანი რუმბო 1895 წლის დეკემბერში სტეგოპულში, გიროკასტრის მახლობლად მდებარე სოფელში დაიბადა. მამამისი, სპირო რუმბო, მეზობელ სოფლებში მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო დედა, ათანა, დიასახლისი იყო. მას სამი ძმა ჰყავდა: კორნილი, თანასი და დიმიტრი; ასევე ერთი და, ემილი, რომელიც დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო.[1]
დაწყებითი განათლება ფილიატეს სკოლაში მიიღო, სადაც მამამისი მასწავლებლად მუშაობდა. ამ დროს გაეცნო ცნობილი ალბანელი ფოლკლორისტებისა და მწერლების ნაშრომებს. თავისუფლად წერდა ალბანურად და ბერძნულად. 15 წლის ასაკში ალბანური ლიტერატურის სწავლება დაიწყო. 1910 წლიდან რუმბო იანინის საშუალო სკოლაში იღებდა განათლებას, მაგრამ ბალკანეთის ომების გამო სწავლა შეწყვიტა.[1] ომის დროს თავად სწავლობდა იტალიურსა და ფრანგულს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 de Haan, Franciska (2006). Biographical dictionary of women's movements and feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th centuries, G - Reference,Information and Interdisciplinary Subjects Series. Central European University Press, გვ. 475–77. ISBN 963-7326-39-1.