უოტ ტაილერი
უოტ ტაილერი (ინგ. Wat (Walter) Tyler, დ. 4 იანვარი, 1341 — გ. 15 ივნისი, 1381) — შუა საუკუნეების ინგლისელი მოღვაწე. 1381 წლის ინგლისის გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი.
უოტ ტაილერი | |
---|---|
უოტ ტაილერის სიკვდილი | |
დაბადების თარიღი | 4 იანვარი, 1341 |
გარდაცვალების თარიღი | 15 ივნისი, 1381 |
ადრეული წლები
რედაქტირებაუოტ ტაილერი დაიბადა ინგლისის სოფელ ბროკსლიში (კენტის საგრაფო).
ტაილერი უიღბლო რომანის შემდეგ გაემართა სამხედრო სამსახურში საფრანგეთში. იგი მონაწილეობას იღებდა ასწლიან ომში. თვით მეფე ედუარდიც კი გამოარჩევს მის ვაჟკაცობასა და სიმამაცეს. შემდეგ იგი ბრუნდება ინგლისში, მშობლიურ სოფელში. შემდეგ იგი ქორწინდება და მუშაობას იწყებს სოფლის მჭედელთან.
გლეხთა აჯანყება
რედაქტირებაასწლიან ომთან დაკავშირებით ინგლისის ხელისუფლებამ გლეხებს ახალი გადასახადები დააკისრეს. ქალაქის მოსახლეობაც უკმაყოფილო იყო ომით. სახელმწიფო, საეკლესიო და ფეოდალური გადასახადებით გაწამებულმა გლეხებმა იარაღს მოჰკიდეს ხელი. მათ გამოცდილი ხელოსანი, უოტ ტაილერი ხელმძღვანელობდა.
აჯანყებულები კენტერბერს იკავებენ, შემდეგ კი ლონდონში შედიან, შტურმით იღებენ ტაუერის ციხეს და კლავენ კენტერბერის ლორდ-კანცლერს და არქიეპისკოპოსს სიმონ სადბერს. 1381 წლის 14 ივნისს აჯანყებულები და მეფე რიჩარდი შეხვდნენ. დაიწყო მოლაპარაკება აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის. გლეხები მოითხოვდნენ გადასახადები შემცირებას და ფეოდალური ჩაგვრის გაუქმებას. მომდევნო დღეს (15 ივნისს), ხელისუფლება და აჯანყებულები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკების პერიოდში აჯანყებულების ხელით კვდება ლონდონის მერი უილიამ უოლვორტი. ამით ისარგებლა ინგლისის ხელისუფლებამ და იმავე დღეს უოტ ტაილერი მოკლეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Wat Tyler Country Park
- Wat Tyler on historyguide.org — a description, from a chronicle of the time, which relates the final meeting between Wat Tyler and King Richard II.
- EASF radical history wiki დაარქივებული 2021-07-04 საიტზე Wayback Machine. An East Anglia-specific look at the rebellion