უნჟა[1] (რუს. Унжа) — მდინარე რუსეთში, ვოლოგდისა და კოსტრომის ოლქებში; მდ. ვოლგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 426 კმ, აუზის ფართობი 28 900 კმ². წარმოიქმნება მდინარეების კემისა და ლუნდონგის შეერთებით, რომლებიც სათავეს ჩრდილოეთ უვალებში იღებს. ჩაედინება გორკის წყალსაცავის უნჟის ყურეში, ქვემო წელი ნატბორშია მოყოლილი. იკვებება უპირატესად თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 50 კმ-ში 158 მ³/წმ, უდიდესი — 2520 მ³/წმ, უმცირესი — 7,82 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში. ძირითადი შენაკადებია: ვიგა, ნეა (მარჯვენა); მეჟა (მარცხენა). იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. სანაოსნოა ქვემო წელზე. მდინარეზეა ქალაქები კოლოგრივი, მანტუროვო, მაკარიევი.[2]

უნჟა
რუს. Унжа

კუნჟა ქალაქ კოლოგრივთან
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ვოლოგდის ოლქი, კოსტრომის ოლქი
ქალაქები კოლოგრივი, მანტუროვო, მაკარიევი
მარჯვენა შენაკადები ვიგა, ნეა
მარცხენა შენაკადები მეჟა
სათავე კემის და ლუნდონგის შეერთება
59°21′18″ ჩ. გ. 44°28′52″ ა. გ. / 59.35500° ჩ. გ. 44.48111° ა. გ. / 59.35500; 44.48111
შესართავი გორკის წყალსაცავი
57°35′43″ ჩ. გ. 43°29′51″ ა. გ. / 57.59528° ჩ. გ. 43.49750° ა. გ. / 57.59528; 43.49750
სიგრძე 426 კმ
აუზის ფართობი 28 900 კმ²
მდინარის სისტემა გორკის წყალსაცავივოლგაკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (მინ.) 7,82 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 158 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 2520 მ³/წმ
უნჟა — რუსეთი
უნჟა
უნჟა
— სათავე, — შესართავი
უნჟა ვიკისაწყობში
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 210.
  2. Унжа // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 27 — М., 1977.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უნჟა&oldid=4441021“-დან