უნივერსიტეტის ქუჩა

უნივერსიტეტის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ვაკის რაიონში (დელისი); მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 70-იან წლებში. სახელი ეწოდა 1977 წელს, თსუ-ის მაღლივი კორპუსის აშენების შემდეგ. ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის დადგენილებით ქუჩას დაემატა ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი. უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს ორივე მხარეს მიუყვება საბურთალოს სასაფლაო. ბაგებთან დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის ხიდით.

უნივერსიტეტის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ვაკის რაიონი
უბანი დელისი

ლიტერატურა

რედაქტირება