ივანე ჯავახიშვილის ხიდი

ივანე ჯავახიშვილის ხიდი — საფეხმავლო ხიდი თბილისში, ვაკის რაიონში, მდინარე ვერეზე. ერთმანეთთან აკავშირებს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებს (მ.შ. მაღლივი კორპუსი) და სტუდენტურ საცხოვრებელს (ბაგები).[1][2] ხიდის პროექტი შედგენილია სსრკ სატრანსპორტომშენებლობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ „თბილსახავტოგზაპროექტში“ 1973 წელს პროფ. გიორგი ქარცივაძის მიერ დამუშავებული სქემის მიხედვით. არის ერთპილონიანი ვანტური ხიდი. მალა და პილონი ფოლადისაა.[3] პილონი არასიმეტრიულადაა განლაგებული — 48 და 152 მეტრი (ეს ნაწილია მდინარეზე გადადებული), სულ 200 მეტრი, საერთო სიგრძე მისასვლელების ჩათვლით 224 მეტრი. პილონის სიმაღლე 64 მეტრია, ხიდის მალა მდინარის დონიდან აწეულია 50 მეტრზე.[4] 2018 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.[2] 2019 წელს ეწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელი, მანამდე „მაღლივის ხიდის“ სახელით იყო ცნობილი.[5]

ივანე ჯავახიშვილის ხიდი
კოორდინატები: 41°42′53″ ჩ. გ. 44°43′21″ ა. გ. / 41.714972° ჩ. გ. 44.722750° ა. გ. / 41.714972; 44.722750
ადგილმდებარეობა ვაკის რაიონი (უნივერსიტეტის ქუჩა და ბაგები)
ისტორიული სახელწოდება მაღლივის ხიდი
გამოყენების სფერო ძირითადად საუნივერსიტეტო მიმოსვლა (საფეხმავლო)
გადებულია ვერე
კონსტრუქციის ტიპი ერთპილონიანი ვანტური ხიდი
მასალა ფოლადი
სიგრძე 200 
კონსტრუქციის სიმაღლე 64 
თაღის სიმაღლე წყლიდან 50 
კონსტრუქტორი/არქიტექტორი გიორგი ქარცივაძე
ივანე ჯავახიშვილის ხიდი — თბილისი
ივანე ჯავახიშვილის ხიდი

სქოლიო რედაქტირება

  1. „₾35 მლნ-იანი პროექტი - უნივერსიტეტის ქუჩა და ბაგები ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება“. Business-Partner.ge. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა“. tbilisi.gov.ge. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. ქ. თბილისში მდ. ვერეზე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე) საქვეითო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია, ტ. I. საქგზამეცნიერება (2016). ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2024
  4. ქ. თბილისში მდ. ვერეზე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე) საქვეითო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია, ტ. IV. საქგზამეცნიერება (2016). ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2024
  5. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ე.წ. „მაღლივის ხიდისთვის“ ივანე ჯავახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (29 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2024