უნგრეთი პირველ მსოფლიო ომში
უნგრეთი პირველ მსოფლიო ომში — პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად უნგრეთი იყო ავსტრია-უნგრეთის ნაწილი, 38 სახელმწიფოდან ერთ-ერთი, რომლის მოსახლეობა 1,5 ადამიანს აჭარბებდა. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის უნგრეთი დუალისტური მონარქიის, ავსტრია-უნგრეთის, შემადგენლობაში შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ბრძოლები უნგრეთის საჯარისო ნაწილებთან დაკავშირებული არ არის, ქვეყნის არმია უშიშრად და ერთგულად იბრძოდა, რაც ომში დაღუპულთა დიდი რაოდენობის მიზეზია.
ომის დასაწყისი
რედაქტირება1914 წლისთვის, ავსტრია-უნგრეთი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია იყო, რომლის 676.443 კმ² ფართობიდან და 52 მილიონი მოსახლეობიდან უნგრეთს 325.400 კმ² ფართობი ეკავა და 21 მილიონიანი მოსახლეობა ჰყავდა.
1914 წლის 28 ივნისს, გავრილო პრინციპმა მოკლა ავსტრიის ერცჰერცოგი — ფრანც ფერდინანდი. ომში ჩართვამდე, მხოლოდ პრემიერ-მინისტრი — ისტვენ ტიჟა ყოყმანობდა, არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლაში ჩართვის საუკეთესო დრო იყო, მაგრამ როგორც კი გერმანიამ რუმინეთის სამეფოს განეიტრალება აღუთქვა და პირობა დადო, რომ სერბეთის სამეფოს ტერიტორიების ანექსიაზეც ხელს აიღებდა, მან გერმანიის მხარდაჭერა გადაწყვიტა.
ფრანც იოზეფ I-ის მიერ სერბეთისთვის გაგზავნილი ულტიმატუმის შემდეგ ომი დაიწყო და მალევე თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელდა.
ავსტრია-უნგრეთის არმია 1914 წლისთვის
რედაქტირებაუნგრეთის მრავალეთნიკური არმიის პირველი ხაზი შემდეგი ნაწილებისგან შედგებოდა:
- მთავარი სახმელეთო ჯარები და მთავარი საზღვაო ძალები, სადაც ჯარისკაცთა ენა გერმანული იყო და მთლიანი არმიის 87 %-ს შეადგენდა.
- ავსტრიის არმიის ,,ქვეყნის დამცველთა" ნაწილი.
- უნგრელთა სამეფო გვარდია, სადაც უნგრულ და ხორვატული ენაზე მეტყველებდნენ
უნგრეთის არმიის მეორე ხაზს შეადგენდნენ:
- ავსტრიის სარეზერვო ნაწილები — 32 პოლკი (ჯამში 97 ბატალიონი)
- „სახალხო მოჯანყეები“ („Népfelkelés“) — უნგრელები
1914 წლისთვის ავსტრია-უნგრეთის არმია ისტორიაში ყველაზე დიდი გამოწვევის პირისპირ იდგა. მობილიზაციის შემდეგ საჯარისო ნაწილები ექვს არმიაში გადანაწილდნენ, ჯამსი 3.2 მილიონი ჯარისკაცი. 1914-1918 წლებში ჯარში სულ 9 მილიონი ადამიანი იყო გაწვეული (მათგან 7.8 მილიონი საბრძოლო ძალას წარმოადგენდა).
ევროპის სხვა სახელმწიფოთა არმიებთან შედარებით, უნგრეთის ვეტერანი არმია ცუდად იყო გაწრთვნილი, ტექნიკური აღჭურვილობა აკლდა და საბრძოლო დანახარჯებიც ძალიან დაბალი იყო. არტილერია საკამრისი არ იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს უკანასკნელი საგრძნობლად გაუმჯობესდა. მთელი ომის განმავლობაშიც არმიას საკმარისი საბრძოლო მასალა არ მიეწოდებოდა. სახმელეთო ჯარებს საჰაერო მხარდაჭერა აკლდა: ომამდე უნგრელებს მხოლოდ 42 სამხედრო და 40 სპორტული თვითმფრინავი ჰყავდათ. გაერთიანებული მრავალეთნიკური ერთეულები ცალკე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა სამხედრო ლიდერებისთვის.
სამხედრო ლიდერები
რედაქტირებაI მსოფლიო ომის განმავლობაში რამდენიმე სამხედრო ლიდერმ მარია ტერეზას სამხედრო ორდენი მიიღო:
- გენერალ-პოლკოვნიკი არტურ ერც ფონ შტრაუსენბურგი
- 1914 წლის დეკემბერი — ლიმენოას ბრძოლა
- 1915 წლის მაისი — გორლიკ-ტარნოუს შეტევა
- 1916 წლის იანვარი — 1-ლი არმიის ხელმძღვანელი, იცავდა ტრანსილვანიას რუმინელთა ჯარებისგან
- ავსტრიის ერცჰერცოგი იოზეფ ავგუსტი
- 1915 წ. — 2-4 ისონცოს ბრძოლია, იცავდა დობერდოს პლატოს
- 1916 წლის დეკემბერი — არმიის კონსტებლი, წარმატებული შეტევა რუსეთის ფრონტზე
- ფელდმარშალი ჰერმან კიოვეშ ფონ კოვეშაზა
- 1915 წლის აგვისტო — ნაგიშზებენის მე-12 ლეგიონის ხელმძღვანელი, დაიკავა ივანოგოროდი
- 1915 წლის ოქტომბერი — მესამე არმიის მეთაური, დაიკავა სერბეთის სამეფო
- 1916 წლის იანვარი-თებერვალი — დაიპყრო მონტენეგრო და ალბანეთის ჩრდილოეთი ნაწილი
დანაკარგები
რედაქტირება8 მილიონზე მეტი ჯარისკაციდან, პირველ მსოფლიო ომში ერთ მილიონზე მეტი დაიღუპა, რაც ყოველ 1000 კაცზე 28 ადამიანის სიკვდილს ნიშნავდა - ამ მაჩვენებელს, ავსტრია-უნგრეთის დანაკარგებში, მხოლოდ გერმანელ ავსტრიელთა განაკარგებმა გადააჭარბა.[1] საერთო ჯამში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში უნგრელთა დანაკარგები ყველა სხვა ერის დაანაკარგებზე მეტი იყო, რაც ორი მიზეზით იყო გამოწვეული: 1. უნგრეთი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაზე მეტი იყო, სადაც სამხედრო ძალების მობილიზება უფრო ადვილი იყო (მაგ: ბოჰემია), 2. უნგრელები სხვა ეთნიკური შენაერთებთან შედარებით უფრო სანდონი და დისციპლინირებულები იყვნენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Jozsef Galantai. Hungary in the First World War. Budapest : Académiai kiado, 1990. ISBN 978-9630548786
- Deak, John. "The Great War and the Forgotten Realm: The Habsburg Monarchy and the First World War," Journal of Modern History (2014) 86#2 pp 336–380.
- Piahanau, Aliaksandr. "Hungarian War Aims During WWI: Between Expansionism and Separatism." Central European Papers 2#2 (2014): 95-107.http://www.slu.cz/fvp/cz/web-cep-en/journal-archive/copy_of_2013-vol-1-no-1/20140202_piahanau
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rothenburg, G. The Army of Francis Joseph. West Lafayette: Purdue University Press, 1976. p 218. Jump up ^