უმარ ნურმაგომედოვი
უმარ ნურმაგომედოვი (რუს.: Умар Нурмагомедов; დ. 3 იანვარი, 1996) — რუსი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი. იგი იმაჟამად ასპარეზობს ზემსუბუქ ზონითი კატეგორიის, აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC).
უმარ ნურმაგომედოვი | |
---|---|
ნურმაგომედოვი 2022 წელს | |
დაბადების თარიღი |
2 იანვარი, 1996 ყიზილიურტი, დაღესტანი, რუსეთი |
სხვა სახელები | ახალგაზრდა არწივი(Young Eagle) |
ეროვნება | რუსეთი |
საქმიანობა | შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი |
ორგანიზაცია | UFC |
სიმაღლე | 1,73 მ |
წონა | 61 კგ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 3 იანვარს, 1996 წელს, ყიზილიურტში, დაღესტანში, რუსეთი. ბავშვობაში მშობლიურ სოფელში მცხოვრებმა, თავის ძმასთან, უსმან ნურმაგომედოვთან ერთად, დაიწყო თავისუფალ ჭიდაობაზე სიარული. მოგვიანებით კი უმარმა დაიწყო ტაილანდური კრივის ვარჯიშები. მაჰაჩყალაში გადასვლის შემდეგ უმარმა ბიძასთან, რუსეთის სახელგანთქმულ მწვრთნელთან აბდულმანაპ ნურმაგომედოვთან დაიწყო ვარჯიში Eagles MMA ბანაკში. 19 წლის ასაკში უმარი გახდა საბრძოლო სამბოს მსოფლიო ჩემპიონი, 62 კილოგრამ წონაში. მომდევნო წელს მან მოიგო ზემსუბუქ წონაში, სამოყვარულო შერეულ ორთაბრძოლებში, WMMAA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე.[1]
MMA კარიერა
რედაქტირებაუმარის დებიუტი მოსკოვში Fight Nights Global 57-ზე, 2016 წლის 16 დეკემბერს, რიშატ ხარისოვის წინააღმდეგ შედგა. უმარმა გაიმარჯვა მეორე რაუნდის გილიოტინის ჩოკით. მან ამ ორგანიზაციაში ბევრი მოგება დაიგროვა, რის შემდეგაც იგი გადავიდა სამარას MMA ფედერაციაში (ახლა ცნობილია, როგორც Eagle FC). 2018 წლის 11 მაისს, მან მოიგო FMMAS ზემსუბუქი წონის ჩემპიონატი. ამავე წლის 30 აგვისტოს, ნურმაგომედოვი PFL 7-ზე იბრძოდა UFC-ის მომავალ მებრძოლთან, საიდიოკუბ კახრამონოვთან, მან ეს ბრძოლა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. 2019 წლის 23 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, უმარმა დაიცვა ტიტული არგენტინელი მებრძოლის, ბრაიან გონსალესის წინააღმდეგ, სადაც მან მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა.[2]
UFC კარიერა
რედაქტირებანურმაგომედოვი დაუპირისპირდა ბრაიან კელეჰერს 2022 წლის 5 მარტს, UFC 272-ზე. მან მოიგო ბრძოლა უკანა შიშველი ჩოკის მეშვეობით პირველ რაუნდში. ნურმაგომედოვი ჯეკ შორის წინააღმდეგ, 2022 წლის 19 მარტს იყო დაგეგმილი UFC Fight Night-ზე, თუმცა, ნურმაგომედოვი გაურკვეველი მიზეზით ორთაბრძოლიდან მოხსნეს და იგი ტიმურ ვალიევმა ჩაანაცვლა. ამის შემდეგ უმარი დაუპირისპირდა ნეიტ მენესს 2022 წლის, 25 ივნისს, მან ეს ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ბოლოს მან ბრძოლა კორი სენდჰეგენთან ჩაატარა, 2024 წლის 3 აგვისტოს, ზემსუბუქ წონაში, სადაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. დღესდღესობით მისი სტატისტიკა ესე გამოიყურება 18-0.[3]