ულქენ-სარიობა
ულქენ-სარიობა (ყაზახ. Үлкен Сарыоба — „დიდი სარიობა“) — ტბა ყაზახეთში, აყმოლის ოლქის არშალის რაიონში, მდინარე იშიმის აუზში, სოფელ სარიობადან 5 კმ-ით დასავლეთით.
ულქენ-სარიობა | |
---|---|
ყაზახ. Үлкен Сарыоба | |
კოორდინატები: 51°10′15″ ჩ. გ. 72°05′32″ ა. გ. / 51.17083° ჩ. გ. 72.09222° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
ტერიტორიული ერთეული | არშალის რაიონი, აყმოლის ოლქი |
სიგრძე | 6,2 კმ |
სიგანე | 3,6 კმ |
ფართობი | 15,17 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2,1 მ |
ტბის ფართობია 15,17 კმ², სიგრძე 6,2 კმ, სიგანე 3,6 კმ. საშუალო სიღრმე შეადგენს 2,1 მ-ს.
XX საუკუნის შუა წლებში შეუერთდა ქიში-სარიობას. გაზაფხულობით რამდენიმე მცირე მდინარე ჩადის ტბაში. წყალი სუფთაა, წყალქვეშა მცენარეულობა ნაპირიდან 50–100 მ-ის მოშორებით გვხვდება. გაზაფხულზე წყლის დონე იზრდება, ნორმალურ წლებში 0,4–0,5 მ-ით იწევს ზევით, ხოლო უხვნალექიან წლებში — 1,0–1,2 მ-ით. იყინება, ყინულის საფარი 0,7–0,8 მ-ს აღწევს, მკაცრ ზამთარში — 1 მ-ს. მაღალია წყლის მინერალიზაცია. არ გამოიყენება სასმელად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ «Қазақстан»: Ұлттық энцклопедия / Бас редактор Ә. Нысанбаев – Алматы «Қазақ энциклопедиясы» Бас редакциясы, 1998 ISBN 5-89800-123-9, IX том