ქიში-სარიობა
ქიში-სარიობა (ყაზახ. Кіші Сарыоба — „პატარა სარიობა“) — მლაშე ტბა ყაზახეთში, აყმოლის ოლქის არშალის რაიონში, მდინარე იშიმის აუზში, სოფელ სარიობის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 400 მეტრზე.
ქიში-სარიობა | |
---|---|
ყაზახ. Кіші Сарыоба | |
კოორდინატები: 51°11′09″ ჩ. გ. 72°12′00″ ა. გ. / 51.18583° ჩ. გ. 72.20000° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
ტერიტორიული ერთეული | არშალის რაიონი, აყმოლის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 400 მ |
სიგრძე | 3,4 კმ |
სიგანე | 2 კმ |
ფართობი | 5,2 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 8,6 კმ |
საშუალო სიღრმე | 2 მ |
სარკის ფართობი 5,2 კმ²-ია, სიგრძე — 3,4 კმ, სიგანე — 2 კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე — 8,6 კმ. საშუალო სიღრმე — 2 მ.
გაზაფხულობით ქიში-სარიობაში ჩაედინება პატარა მდინარე. სანაპირო ჰორიზონტალურია, სიმაღლით 2–3 მ. აკვატორია ღიაა, ნაპირიდან 100–150 მ-ის მოშორებით ვხვდებით წყალქვეშა მცენარეულობას. გაზაფხულზე, ზომიერ წლებში წყლის დონე 0,4–0,5 მ-ით იზრდება, ხოლო თბილ წლებში — 1,0–1,2 მ-ით. ყინულის სისქე 0,7–0,8 მ-ს შეადგენს, ზამთარში — 1 მ-მდე. მაღალია წყლის მინერალიზაცია.