ულუმპია ბატონიშვილი

ულუმპია ბატონიშვილიბაგრატ V-ის ასული მეორე მეუღლის, ანა კომნენოსისგან. გათხოვილი იყო სამეფოს ამირეჯიბზე, კახაბერ ჩიჯავაძეზე. შემორჩენილია მისი საბუთი (1399/1405), რომლითაც უკვე გარდაცვლილი მეუღლის მოსახსენებელ აღაპს ნიშნავს. დოკუმენტში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„ესე დაწერილი... [გ]კადრე... სუეტსა ღვთივ-აღმართებულსა... მე... დიდისა მეფეთ-მეფისა ბაგრატისა ასულმან და ყოველთა მეფეთა უწარჩინებულესისა მეფეთ-მეფისა გიორგის დამან ულუმპია და ჩემმან შვილმან საზუერელმან... შემოგწირეთ ჩიჯავაძის ამირეჯიბისა სულისა სააღაპოდ ხუედურეთს ბუკისძისეული მამული... და [თუ] თქვენ ქართლისა კათალიკოზმან ელიოზ კაცი დაასახლოთ ამას ბუკისძეულისა მამულსა ზედა, არავინ იყოს შემცილე, მეუნებლე მავნებელი და ყოვლისა საჩუენოისა საქმისა და საქუეყნოსა სათხოვარისაგან გამოსრული და განთავისუფლებული იყოს[1].“

ულუმპია ბატონიშვილს ჰყავდა ვაჟი, საზვერელ ჩიჯავაძე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღკვეცილა და სწორედ მაშინ უწოდებიათ მისთვის ულუმპია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966, გვ., 278