ანა კომნენოსი (საქართველოს დედოფალი)

ანა კომნენოსი (ბერძ. Άννα Μεγάλη Κομνηνή, Anna Megalē Komnēnē; დ. 6 აპრილი, 1357 — გ. 1406 წლის შემდეგ) — საქართველოს დედოფალი 1367 წლიდან[1]. ბაგრატ V-ის მეორე მეუღლე. ერთიანი საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის დედა.

ანა კომნენოსი
Άννα Μεγάλη Κομνηνή
საქართველოს დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1367
მმართ. დასასრული: 1393
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 აპრილი, 1357
დაბ. ადგილი: ტრაპიზონის იმპერია
გარდ. თარიღი: 1406 წლის შემდეგ
მეუღლე: ბაგრატ V
შვილები: კონსტანტინე I
დინასტია: კომნენოსები
მამა: ალექსი III
დედა: თეოდორა კანტაკუზენე

ანა კომნენოსი დაიბადა 1357 წელს ტრაპიზონის იმპერიაში. იმპერატორ ალექსი III-ისა დადედოფალ თეოდორას უფროსი შვილი[2].

1367 წლის ივნისში, 10 წლის ასაკში, გახდა საქართველოს მეფის ბაგრატ V-ის მეორე მეუღლე. მომავალ დედოფალს საქართველოში თან ახლდა მამა და ბებია[1].

მისი პირველი მეუღლე ელენე გარდაიცვალა შავი ჭირის შედეგად და დარჩა ორი ვაჟი[3]. 1369 წელს შეეძინა კონსტანტინე, რომელიც საქართველოს მეფე იყო 1407–1411 წლებში. ანა დედოფალს გასჩენია მეორე შვილიც ულუმპია.

ანა დედოფალი გარდაიცვალა 1406 წლის შემდეგ.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თბ., 1966 წ., გვ., 277
  2. Michael Panaretos, Chronicle, 22. Greek text in Original-Fragmente, Chroniken, Inschiften und anderes Materiale zur Geschichte des Kaiserthums Trapezunt, p.2; in Abhandlungen der historischen Classe der königlich bayerischen Akademie 4 (1844), abth. 1, p. 27; German translation, p. 55
  3. Cyril Toumanoff, "The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia" Traditio, 7 (1949-1951), p. 171