უკუღმართის ეკლესია

უკუღმართის ეკლესიაარქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით, ნასოფლარ უკუღმართის აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. დარბაზული ეკლესია (6,4x4,3 მეტრი) ნაგები იყო შირიმის ნათალი ქვითა და კირის დუღაბით (კედლები შემორჩენილი იყო 1,2-1,5 მეტრის სიმაღლეზე). ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთ კედელში ჰქონდა მოწყობილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შემორჩენილი იყო სარკმლის ძირი. 1964 წელს, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი დ. მუსხელიშვილი) ნასოფლარზე ჩაატარა მცირე გათხრები. ნანგრევთა შორის საყურადღებო იყო საცხოვრებელ კომპლექსში მოზრდილი თახჩებიანი დარბაზით, რომელსაც შემოვლებული ჰქონია გალავანი.

ლიტერატურა რედაქტირება