უკრაინის ეროვნული კავშირი

უკრაინის ეროვნული კავშირი (უნკ) (უკრ. Український Національний Союз (УНС)) — უკრაინული ეროვნულ-პოლიტიკური სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც 2009 წელს ოლეგ გოლტვიანსკიმ დააფუძნა[1]. ორგანიზაცია 1000 წევრისგან შედგება.

უკრაინის ეროვნული კავშირი
უკრაინის ეროვნული კავშირი
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ვიტალი კრივოშეევი
გენერალური მდივანი ოლეგ გოლტვიანსკი
ისტორია
დაფუძნდა 19 დეკემბერი, 2009
ფერები             
http://naso.pp.ua

ისტორია რედაქტირება

პოლიტიკური გაერთიანება უკრაინის ეროვნული კავშირი 2009 წელს დაარსდა. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია ორგანიზაციამ 2009 წლის 19 დეკემბერს გამართა ხარკოვში. პირველი ორგანიზაციები და ტერიტორიული ჯგუფები შეიქმნა პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში[2]. 2013 წლის 27 აპრილს უკრაინის ეროვნულმა კავშირმა პარტიის შესაქმნელად დაიწყო მუშაობა[3][4][5]. 2013-2014 წლებში ორგანიზაცია ევრომაიდანის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო[6][7][8]. 2014 წელს უკრაინის ეროვნულმა კავშირმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში[9][10]. პოლიტიკურმა გაერთიანებამ 2015 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია, მიიღო რა ხმების 5.88%[11]. ამ ეტაპზე უკრაინის ეროვნული კავშირის ორგანიზაციები მოქმედებს დედაქალაქსა და 10 სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში[12].

პოლიტიკური პლატფორმა რედაქტირება

უკრაინის ეროვნული კავშირი კონსერვატიული ნაციონალიზმის მიმდევარია. ის მიზნად ისახავს ტრადიციების, ისტორიული მოვლენების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური კავშირებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას. ერთიანი და დემოკრატიული უკრაინული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და იდეალების დამკვიდრებას, ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნებას[13][14].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  3. http://glavnoe.ua/news/n135622
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  5. http://minprom.ua/news/122301.html
  6. http://www.vesti.ru/videos/show/vid/573554/#/video/http%3A%2F%2Fplayer.rutv.ru%2Fiframe%2Fvideo%2Fid%2F761641%2Fstart_zoom%2Ftrue%2FshowZoomBtn%2Ffalse%2Fsid%2Fvesti%2FisPlay%2Ftrue%2F
  7. https://www.youtube.com/watch?v=4D4lMNWuOuw
  8. http://www.05366.com.ua/news/466802
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2015-12-04.