უკან მომავალში (ფრენჩაიზი)

(გადამისამართდა გვერდიდან უკან მომავალში (ტრილოგია))

უკან მომავალში“ (ინგლ. Back to the Future) — კომედიური, სამეცნიერო ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ჟანრის ფილმების სერია, რომელიც შექმნეს რობერტ ზემეკისმა და ბობ გეილმა. ფილმების სერია გადაღებულია სტუდიაში Amblin Entertainment, ხოლო დისტრიბუტორია Universal Pictures.

უკან მომავალში
გამოცემები
კომიქსები Back to the Future: The Animated Series Comic
კინო და ტელევიზია
ფილმ(ებ)ი უკან მომავალში
უკან მომავალში II
უკან მომავალში III
ანიმაციური სერიალები უკან მომავალში: ანიმაციური სერიალი
თამაშები
ვიდეო თამაშ(ებ)ი ვიდეო თამაშების სია
აუდიო
საუნდტრეკ(ებ)ი უკან მომავალში
უკან მომავალში II
უკან მომავალში III
მუსიკა ტრილოგიიდან
116/108/118
სულ: 342

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟი, მარტი მაკფლაი (მაიკლ ჯეი ფოქსი) და შეშლილი მეცნიერი ემეტ ბრაუნი (კრისტოფერ ლოიდი) მოგზაურობენ დროში - წარსულსა და მომავალში, რათა აღკვეთონ საკუთარი ცხოვრების განვითარებაში დაშვებული შეცდომები. მოქმედება მიმდინარეობს ჰილ ველის, კალიფორნიული ქალაქის ტერიტორიაზე.

1985 წელს ფილმის პირველი ნაწილი იქცა საერთაშორისო ფენომენად, რასაც შემდგომში მოჰყვა მეორე და მესამე ფილმები (1989 და 1990 წლები). მიუხედავად იმისა, რომ გაგრძელებებმა ისეთი შემოსავალი არ მოიტანეს, როგორც პირველმა ნაწილმა, ტრილოგია კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას. მისი წარმატების შედეგად შეიქმნა ანიმაციური სერიალი და ატრაქციონი Back to the Future: The Ride. ასევე დიდი წარმატებით სარგებლობს 2011 წელს გამოსული ვიდეო თამაში, რომლის მოვლენები ვითარდება 1986 წელს, მარტის დაბრუნების შემდეგ. ტრილოგიას მიღებული აქვს ოსკარი ხმის საუკეთესო მონტაჟის კატეგორიაში.

პირველი ფილმი

რედაქტირება
 
დელორეინის დროის მანქანა

17 წლის მარტი მაკფლაი 1985 წლიდან მოხვდება 1955 წელს, დროის მანქანით, რომელიც „დელორეინისგან“ არის აწყობილი. მისი ავტორია ექსცენტრიული მეცნიერი ემეტ „დოკ“ ბრაუნი. მას ამ გადაადგილებისას ლიბანელები კლავენ, რომელთაც დოკმა პლუტონიუმი მოპარა. პლუტონიუმი აძლიერებს ნაკადოვან კონდესატორს, რომელიც აწარმოებს 1.21 გიგავატს, რომელიც თავის მხრივ აუცილებელია დროში სამოგზაუროდ.

1985 წელს მარტი შემთხვევით შეუყვარდება თავის დედას, ლორეინს. ამით ირღვევა რეალური ისტორია და მარტიმ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისმა მამამ, ჯორჯ მაკფლაიმ, ლორეინი გაიცნოს. მარტი 1955 წელს ეძებს დოკ ბრაუნს, რათა მან იგი უკან, 1985 წელს დააბრუნოს და მშობლების ერთმანეთთან გაცნობაშიც დაეხმაროს. დოკს არ სურს თავისი მომავლის შესახებ რამის ცოდნა.

ბიფ ტენენის, ჯორჯის მეტოქისა და მომავალი უფროსის ქმედებები მარტის სიტუაციას უფრო ართულებენ, მაგრამ ჯორჯი და ლორეინი მაინც ხვდებიან ერთმანეთს და ჯორჯი ბიფს წინააღმდეგობას უწევს. 1.21 გიგავატის სიმძლავრის ელვის დარტყმის შედეგად მარტი წარმატებით ბრუნდება შინ, 1985 წელს, თუმცა მანამდე დოკს უტოვებს გზავნილს ლიბანელების შესახებ. მისი აწმყო შეცვლილია. დოკი გაფრთხილებულია და ამიტომ ლიბანელთა გამოჩენისას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი აცვია. ბიფი მაკფლაებს ემსახურება და არ არის ჯორჯის უფროსი. მარტი ხვდება თავის შეყვარებულ ჯენიფერს, მაგრამ ამ დროს ჩნდება დოკი მომავლიდან და აფრთხილებს მარტის, რომ მის შვილებს მომავალში პრობლემები აქვს და მათ დასახმარებლად მიჰყავს.

მეორე ფილმი

რედაქტირება

ფილმების სერია გრძელდება დოკ ბრაუნისა და მარტის 2015 წელს მოგზაურობით, სადაც, როგორც დოკი აღმოაჩენს, მარტის ოჯახი დანგრეულია. მარტი ყიდულობს სპორტულ ალმანახს, რომელიც მოიცავს გასული 50 წლის (1950-2000) ყველა სპორტული მოვლენის შედეგს. ალმანახს მას დოკი ართმევს და სანაგვეში აგდებს, სადაც მას მოხუცი ბიფ ტენენი პოულობს. მარტი და დოკი იმყოფებიან მარტის მომავალ სახლში, მოხუცი ბიფი კი იპარავს დოკის მოდერნიზებულ „დელორეინს“ და წიგნს გადასცემს საკუთარ თავს - 1955 წელს. დოკი და მარტი ბრუნდებიან 1985 წელს, სადაც აღმოაჩენენ, რომ ბიფმა ალმანახი გამოიყენა ფინანსური მოგებებისათვის, რითაც მთელ ქალაქზე კონტროლი დაამყარა, მოისყიდა პოლიცია და მოკლა მარტის მამა, მოგვიანებით კი იქორწინა ლორეინზე. მარტი შეიტყობს, რომ მოხუცმა ბიფმა ახალგაზრდას ალმანახი 1955 წლის 12 ნოემბერს გადასცა. დოკი და მარტი ბრუნდებიან 1955 წელს და საბოლოოდ იბრუნებენ ალმანახს. მისი განადგურების შემდეგ ისინი 1985 წელს უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ დროის მანქანას ელვა ეცემა და აურევს მის მუშაობას. დოკი მოხვდება 1885 წელს და მარტის უგზავნის წერილს, რომელსაც იგი ფოსტალიონისგან სწორედ იმ წუთს იღებს, როდესაც დოკი ქრება. წერილში იგი სთხოვს მარტის, არ სცადოს მისი ძიება. მარტი პოულობს 1955 წლის დოკს, რომელმაც რამდენიმე წამის წინ სხვა მარტი 1985 წელს გაუშვა (როგორც ეს პირველი ფილმის დასასრულს ჩანს).

მესამე ფილმი

რედაქტირება

1955 წლის დოკი ეხმარება მარტის დელორეინის შეკეთებაში (რომელიც 1855 წლის დოკმა 70 წლით დატოვა ახლომდებარე მაღაროში). მაგრამ იქვე, სასაფლაოზე, დოკი და მარტი აღმოაჩენენ, რომ ბიფის დიდმა ბაბუამ, ბანდიტმა ბუფორდ ტენენმა, ზედმეტსახელად „შეშლილი ძაღლი“, დოკი მოკლა. მარტი მოგზაურობს 1885 წელს და პოულობს დოკს, რომელიც მჭედლად მუშაობს. ამ მოგზაურობისას ინდიელთა მიერ ნასროლი შუბი აზიანებს მანქანას და მისი მექანიზმი ფუჭდება. ამას ემატება ის, რომ დოკს უყვარდება სკოლის მასწავლებელი კლარა კლეიტონი და იგი აპირებს 1885 წელს დარჩენას და მარტის მომავალში გაშვებას. მარტის ეშინია, რომ დოკს მოკლავენ და იგი ცდილობს, დაარწმუნოს გამომგონებელი, რომ მომავალში უნდა დაბრუნდეს. ტენენთან ორთაბრძოლისას მარტი იმარჯვებს და ბანდიტს იჭერენ. კლარა, რომელსაც არ სჯეროდა, რომ დოკი მომავლიდან არის, იპოვის მას და მარტის რკინიგზაზე, სადაც ეს ორი მატარებლით ცდილობს „დელორეინის“ საათში 88 მილით აჩქარებას. დოკმა უნდა გადაარჩინოს სარა, რომელიც მისკენ მომავალი, მატარებელზე ეკიდება. მარტი ბრუნდება 1985 წელს. დოკი და სარა, ორი შვილით, ჟულით და ვერნით, მას დროის მანქანით ეწვევიან, რომელიც უკვე მატარებლის სახეს ატარებს. როდესაც მარტი ეკითხება დოკს, აპირებს თუ არა მომავალში მოგზაურობას, ემეტი პასუხობს, რომ იქ უკვე ნამყოფია. ლოკომოტივი ცაში ქრება.

ანიმაციური სერიალი

რედაქტირება
 

ტრილოგიის სატელევიზიო გაგრძელება გამოდიოდა 1991-1992 წლებში. სერიალი მოგვითხრობს ჰილ-ველიში დაბრუნებული ბრაუნების ოჯახის თავგადასავლებს.

ყოველი სერია იწყება და მთავრდება მცირე სცენით „ცოცხალი“ ემეტ ბრაუნის მონაწილეობით. გარდა ამისა ყოველ სერიაში, ტიტრების შემდეგ ჩნდება ანიმაციური ბიფ ტენენი და ყვება ხუმრობას, ძირითადად სერიის სიუჟეტთან დაკავშირებულს.

პერსონაჟები

რედაქტირება
პერსონაჟი მსახიობი პერსონაჟის აღწერა
მარტი მაკფლაი მაიკლ ჯეი ფოქსი მოზარდი 1980-იანი წლებიდან, რომელიც მოგზაურობს დროის მანქანით რათა გამოასწოროს მის ან მისი ოჯახის წევრების მიერ დაშვებული შეცდომები წარსულსა თუ მომავალში.
ემეტ ბრაუნი კრისტოფერ ლოიდი გენიალური მეცნიერი, დროის მანქანის გამომგონებელი.
ჯორჯ მაკფლაი კრისპინ გლოვერი მარტის მამა
ლორეინ ბეინსი ლეა ტომპსონი მარტის დედა.
ბიფი ტომას ფ. უილსონი ტრილოგიის მთავარი უარყოფითი გმირი.
კლარა კლეიტონი მერი სტინბერგენი სკოლის მასწავლებელი, რომელიც გადავიდა ჰილ ველიში, სადაც გაიცნო თავისი სიყვარული  — დიქტორი ემეტ ბრაუნი. მათ ყავთ ორი შვილი: ჟიული და ვერნი, რომელთაც სახელები დაარქვეს მათი საყვარელი მწერლის პატივსაცემად.
ჯენიფერ პარკერი კლაუდია უელსი[1]
და
ელიზაბეთ შუ[2]
მარტის შეყვარებული, ისინი ერთად მიემგზავრებიან 2015 წელს, რათა იხსნან მათი მომავალი შვილები სერიოზული პრობლემებისგან.

მარტი მაკფლაი და პროფესორი ემეტ ბრაუნი იკავებენ 39 და 76 პოზიციებს სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი კინოპერსონაჟი“, რომელიც გამოაქვეყნა ჟურნალმა „Empire“[3][4].

გადამღები ჯგუფი

რედაქტირება
რეჟისორი სცენარის ავტორი პროდიუსერი კომპოზიტორი ოპერატორი
რობერტ ზემეკისი რობერტ ზემეკისი
ბობ გეილი
ნილ კენტონი
ბობ გეილი
სტივენ სპილბერგი
კეტლინ კენედი
ფრენკ მარშალი
ალან სილვესტრი დინ კენდი

ალტერნატიული რეალობები

რედაქტირება
 

მოქმედება მიმდინარეობს კალიფორნიის ქალაქში ჰილ ველი. ფილმში ნაჩვენებია ქალაქი და მისი მაცხოვრებლები რამდენიმე ალტერნატიულ რეალობაში.

რეალობა № 1

რედაქტირება

პირველი ფილმის დასაწყისში მაკფლაების ოჯახს პრობლემები აქვს: ბიძია ჯო არ გამოუშვეს ციხიდან, ლორეინს აქვს პრობლემები ალკოჰოლთან, ბიფ ტენენი ითვისებს ჯორჯ მაკფლაის ნაშრომს..

რეალობა № 2

რედაქტირება

1955 წლიდან დაბრუნების შემდეგ მარტი ამჩნევს ცვლილებებს თავის ოჯახში: ჯორჯი გახდა წარმატებული მწერალი, ბიფი მუშაობს ჯორჯთან, მარტის კი ელოდება გასეირნება ჯენიფერთან. ასევე მას ხვდება დიდებული მანქანა.

რეალობა № 3

რედაქტირება

ამ რეალობაში მარტის და ჯენიფერის შვილებს 2015 წელს აქვთ სერიოზული პრობლემები. პროფესორი, მარტი და ჯენიფერი მიემგზავრებიან მათ დასახმარებლად.

ბიფი იტაცებს დროის მანქანას და მიდის 1955-ში, რათა გადასცეს თავის თავს სპორტული ალმანახი.

რეალობა № 4

რედაქტირება

ახალგაზრდა ბიფს ხელში ჩაუვარდა ჟურნალი სპორტული შეჯიბრებების შედეგებით, ჯორჯი მოკლულია, ლორეინი ბიფის ცოლია.

რეალობა № 5

რედაქტირება

მარტი და პროფესორი ხედავენ რა რომ ისტორია შეცვლილია. ისინი გადაწყვეტენ 1955 წელში დაბრუნებას რათა წაართვან ბიფს ჟურნალი და აღადგინონ დროის მსვლელობა.

რეალობა № 6

რედაქტირება

მარტი და პროფესორი ახერხებენ და იბრუნებენ სპორტულ ალმანახს, რითაც აღადგენენ ისტორიას. ალტერნატიული 1985 ქრება.

დელორეინს მეხი ეცემა და იგი პროფესორთან ერთად ქრება.

რეალობა № 7

რედაქტირება

მარტის და პროფესორს აშორებს 70 წელი. ბრაუნი ცხოვრობს ჰილ ველიში ველური დასავლეთის დროს და მუშაობს მჭედლად. მარტი 1955 წელს მცხოვრები პროფესორ ბრაუნის დახმარებით მიემგზავრება 1885-ში მეგობრის გადასარჩენად.

რეალობა № 8

რედაქტირება

მარტი ცდილობს გადაარჩინოს პროფესორი, რასაც ახერხებს კიდეც, რის შემდეგაც ბრუნდება 1985-ში.

მარტი ასევე ცვლის თავისი ოჯახის მომავალს. ჯენიფერის მიერ 2015-დან ჩამოტანილი წერილი ქრება.

დროში გადაადგილებები

რედაქტირება

დროში გადაადგილებები რომლებიც ნაჩვენებია ფილმში:

 
დროის მანქანა
  1. პროფესორმა გააგზავნა თავისი ძაღლი, აინშტაინი, ერთი წუთით მომავალში, დროის მანქანის გამოცდის მიზნით.
  2. მარტი გაემგზავრა 1985-დან 1955 წელში .
  3. მარტი დაბრუნდა 1955-დან 1985-ში.
  4. ბრაუნი მიდის 1985-დან 2015-ში.
  5. ბრაუნი ბრუნდება 2015-დან 1985-ში.
  6. ბრაუნი, მარტი და ჯენიფერი მიემგზავრებიან 1985-დან 2015-ში.
  7. ბიფი მიდის 2015-დან 1955-ში, რათა გადასცეს თავის თავს სპორტული ალმანახი.
  8. ბიფი ბრუნდება 1955-დან 2015.
  9. ბრაუნი, მარტი და ჯენიფერი ბრუნდებიან ალტერნატიულ 1985-ში 2015-დან.
  10. მარტი და პროფესორი ბრაუნი მიდიან 1955-ში, რათა აღადგინონ ისტორია .
  11. ელვის დაცემის გამო პროფესორი ხვდება 1885-ში 1955-დან.
  12. მარტი მიდის 1955-დან 1885-ში პროფესორის გადასარჩენად.
  13. მარტი ბრუნდება 1885-და 1985-ში.
  14. პროფესორი თავის ოჯახთან ერთად ჩამოდის 1985-ში, რათა გააცნოს თავისი შვილები მარტის და ჯენიფერს.
  15. პროფესორი თავის ოჯახთან ერთად ემშვიდობება მარტის და ჯენიფერს და მიემგზავრება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. პირველ ფილმში.
  2. მეორე და მესამე ფილმში.
  3. Marty McFly entry on ''100 greatest movie characters''. Empireonline.com (5 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 1 July 2011.
  4. Doc Brown entry on ''100 greatest movie characters. Empireonline.com (5 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 1 July 2011.