ფრენკ მარშალი (ინგლ. Frank Marshall; დ. 13 სექტემბერი, 1946) — ამერიკელი კინოპროდიუსერი და რეჟისორი, რომელიც ხშირად თანამშრომლობს მის მეუღლესთან კეთლინ კენედისთან. 1981 წელს კენედისა და სტივენ სპილბერგთან ერთად დააფუძნა კომპანია Amblin Entertainment. 1992 წელს მეუღლესთან ერთად დააფუძნა კომპანია The Kennedy/Marshall Company — კინომწარმოებელი კომპანია. მარშალი თანამშრომლობს სტივენ სპილბერგთან, პიტერ ბოგდანოვიჩსა და პოლ გრინგრასთან. მიღებული აქვს ოსკარის ხუთი ნომინაცია.

ფრენკ მარშალი

მარშალი 2012 წელს
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1946 (1946-09-13) (78 წლის)
გლენდეილი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა კინოპროდიუსერი, კინორეჟისორი
აქტიური 1968-დღემდე
მეუღლე(ები) კეთლინ კენედი (იქ. 1987)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება