ელიზაბეთ შუ
ელისაბეთ ჯადსონ შუ (ინგლ. Elisabeth Shue დაიბადა 6 ოქტომბერი, 1963. Wilmington, Delaware, U.S.) - ამერიკელი მსახიობი, ცნობილია თავისი როლებით ფილმებში: კარატისტი ბავშვი (1984), Adventures in Babysitting (1987), კოქტეილი (1988), უკან მომავალში II, უკან მომავალში III (1990), Soapdish (1991), The Saint (1997), Hollow Man (2000), Piranha 3D (2010), Battle of the Sexes (2017) და Death Wish (2018). Leaving Las Vegas -ში (1995) შესრულებული როლისთვის, იგი ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.
ელიზაბეთ შუ | |
---|---|
დაბადების თარიღი |
6 ოქტომბერი, 1963 ვილმინგტონი, დელავერი, U.S. |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1982 - დღემდე |
მეუღლე(ები) | Davis Guggenheim |
შვილ(ებ)ი | 3 |
ტელევიზიაში მან ითამაშა ჯული ფინლეის როლი CBS- ის პროცედურულ სასამართლო ექსპერტიზის კრიმინალურ დრამაში CSI: Crime Scene Investigation 2012წ-დან 2015 წლამდე, ასევე, შეასრულა მედელინ სტილველის როლი, ამაზონის სერიალში "ბიჭები".
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაელიზაბეთ შუ დაიბადა დელავერში, ვილმინგტონში, ენ ბრიუსტერის და ჯეიმზ უილიამ შუს ოჯახში,[1] რომელიც იყო კონგრესის ერთგზის კანდიდატი, ადვოკატი და უძრავი ქონების დეველოპერი, ასევე იყო საერთაშორისო კვებისა და სასმელების კორპორაციის პრეზიდენტი. მისი დედა იყო ვიცე-პრეზიდენტი ქიმიური საბანკო კორპორაციის კერძო საბანკო განყოფილებაში.[2][3] შუ გაიზარდა სამხრეთ ორანჯში, ნიუ ჯერსი. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ცხრა წლის იყო.[4] შუს დედა პილიგრიმების ლიდერის უილიამ ბრუსტერის შთამომავალია, ხოლო მამის ოჯახი მე -19 საუკუნის დასაწყისში გერმანიიდან პენსილვანიაში ემიგრაციაში წავიდა. შუ გაიზარდა სამ ძმასთან (უილიამი, ანდრია და ჯონი) ერთად და ძალიან ახლოს იყო მათთან. მისი უმცროსი ძმა, ენდრიუ, ასევე მსახიობია, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ბილი კემპბელის როლით Fox -ის სერიალში Melrose Place. შუმ დაამთავრა კოლუმბიის საშუალო სკოლა 1981 წელს, ნეიტ ჯერსის შტატში, მაპელვუდში. მას ჰყავს ორი ნახევარ და-ძმა მამის ხელახალი ქორწინებიდან, ჯენა და ჰარვი შუები.[5]
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, შუ დადიოდა Wellesley College-ში. 1985 წელს იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში გადავიდა, რასაც სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად თავი დაანება. ათწლეულის შემდეგ ის დაბრუნდა ჰარვარდში და დაამთავრა პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი 2000 წელს.[6]
კარიერა
რედაქტირებაკოლუმბიის საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში და მშობლების განქორწინების შემდეგ, შუმ დაიწყო სატელევიზიო რეკლამებში მოღვაწეობა, რაც იყო ბურგერ კინგის სარეკლამო რგოლების ჩვეულებრივი მოვლენა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ მომავალი ვარსკვლავები სარა მიშელ გელარი და ლეა ტომპსონი. მას ჰქონდა მცირე როლი, რომელსაც ლიზა შუს სახელი უწოდეს, ფილმებში "ჩარლზისა და დიანას სამეფო რომანი" (1982) და სადმე, ხვალ (1983), რომელშიც სარა ჯესიკა პარკერი ასრულებს მთავარ როლს.
შუს მხატვრული ფილმის დებიუტი 1984 წელს შედგა, როდესაც მან ითამაშა რალფ მაკიოსთან ერთად ფილმში "კარატისტი ბავშვი", როგორც ალი მილსი, რომელიც მაჩიოს მთავარი გმირის სიყვარული იყო. მან, ასევე, ითამაშა როლი Cobra Kai-ის მე -3 სეზონში.
იგი იყო სამხედრო ოჯახის თინეიჯერი ქალიშვილი, ხანმოკლე სატელევიზიო სერიალში Call to Glory 1984 და 1985 წლებში. 1987 წელს ელიზაბეთ შუ გამოჩნდა სატელევიზიო ფილმში Double Switch (დისნეის საკვირაო კინოს სერიის ნაწილი) და ითამაშა ჯორჯ ნიუბერნთან ერთად.
1988 წელს შუმ ითამაშა ფილმში კოქტეილი, როგორც ტომ კრუზის მთავარი გმირის სიყვარული. შემდეგ წელს მან ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში Body Wars. მას მოჰყვა სხვა როლები, მათ შორის, ჯენიფერ პარკერის როლი, Back to the Future Part II (1989) და Back to the Future III ნაწილში (1990), სადაც მან შეცვალა კლაუდია უელსი, რომელმაც ოჯახური დაავადების გამო უარი თქვა განმეორებით ეთამაშა როლი. დაახლოებით ამ დროს მისი უფროსი ძმა, უილიამი გარდაიცვალა უბედური შემთხვევის დროს საოჯახო დღესასწაულზე.[7] მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა იზრდებოდა მთავარი როლების თამაშით, შუმ აირჩია Jennifer- ის მეორეხარისხოვანი როლის შესრულება ამ გაგრძელებებში, რათა მას შეძლებოდა გამკლავებოდა ოჯახის დანაკარგს.
1990 წლის მაისში შედგა შუს ბროდვეის დებიუტი. შემდეგ წელს იგი დაბრუნდა კინოში, სადაც გამოჩნდა კომედიებში "დაქორწინებული კაცი" კიმ ბეზინჯერთან და ალეკ ბოლდუინთან ერთად და " Soapdish"-ში სალი ფილდთან, რობერტ დაუნი უმცროსთან, კევინ კლაინთან და ვუპი გოლდბერგთანთან ერთად.
1992–1994 წლებში იგი გამოჩნდა სხვადასხვა მეორეხარისხოვან როლებში როგორც კინოში, ასევე ტელევიზიაში. მათ შორის იყო კომედია, The Underneath, Dream On და რომანტიკული კომედია Heart and Souls. იგი ასევე დაბრუნდა ბროდვეიში 1993 წელს და მონაწილეობა მიიღო თინა ჰოუს ფილმში "დაბადება" და "მშობიარობის შემდეგ".
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Obituary for James Shue დაარქივებული 2015-02-21 საიტზე Wayback Machine. Archived 2015-02-21 at the Wayback Machine retrieved 2/20/2015
- ↑ Elisabeth Shue Biography (1963-) Film Reference
- ↑ "Weddings;Jody Buonanno, John M. Shue The New York Times. June 4, 1995.
- ↑ Bandler, Michael J. "The Will to Win; Elisabeth Shue and her brother Andrew had a dream to honor their brother's memory with a film about family and soccer. They didn't trust Hollywood to get it right, so they financed and filmed it here at home." December 20, 2007. Accessed December 23, 2013.
- ↑ "Columbia High School - Library Information Technology Center" Archived from the original on October 12, 2007.
- ↑ Soman, Chainani (February 2, 2000). "Shue Returns To Complete Degree". Harvard Crimson. Retrieved August 8, 2019.
- ↑ Piccalo, Gina (May 27, 2007). "Whose life is it anyway?" Los Angeles Times. Retrieved August 2, 2018.