სარა მიშელ პრინცი (ინგლ. Sarah Michelle Prinze დ. 14 აპრილი, 1977, ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა სატელევიზიო ფილმში „An Invasion of Privacy“ (1983). მთავარი როლი თინეიჯერულ დრამა სერიალში „Swans Crossing“ (1992) გახდა გარდამტეხი მის კარიერაში. მას მოჰყვა კენდალ ჰარტის როლი ABC-ის დღის საპნის ოპერაში „All My Children“ (1993–1995), რისთვისაც მან მიიღო ემის ჯილდო, როგორც დრამატული სერიალის გამოჩენილმა ახალგაზრდა მსახიობმა.

სარა მიშელ გელარი
დაბადების თარიღი 14 აპრილი, 1977 (1977-04-14) (47 წლის)
ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1981-დღემდე

გელარმა მიიღო საერთაშორისო აღიარება ბაფი სამერსის როლისთვის WB/UPN-ის სატელევიზიო სერიალში Buffy the Vampire Slayer (1997–2003). სერიალმა მოიპოვა ხუთი Teen Choice Awards, Saturn Award და ოქროს გლობუსის ნომინაცია. მისი ცნობილი ფილმებია: I Know What You Did Last Summer (1997), Scream 2 (1997), Cruel Intentions (1999), Scooby-Doo (2002), Scooby-Doo 2: Monsters Unleashed (2004), The Grudge (2004) და Southland Tales (2006).

სატელევიზიო სფეროში, გელარი მონაწილეობდა CW's Ringer-ში (2011–2012), CBS-ის The Crazy Ones (2013–2014) და ამჟამად ჩართულია Paramount+-ის Wolf Pack (2023 წლიდან). ის, ასევე, მუშაობდა გამხმოვანელბლად Adult Swim's Robot Chicken-ში (2005–2018) და Netflix-ის Masters of the Universe: Revelation-ში (2021). 2015 წელს გელარმა დააარსა Foodstirs, ელექტრონული კომერციის სტარტაპი, რომელიც ყიდის სასაცხობე კომპლექტებს,[1] ხოლო 2017 წელს მან გამოუშვა საკუთარი კულინარიული წიგნი, Stirring Up Fun with Food.

ადრეული წლები რედაქტირება

გელარი დაიბადა ლონგ აილენდში, ნიუ-იორკში 1977 წლის 14 აპრილს. ის არის როზელენის საბავშვო ბაღის მასწავლებლისა და არტურ გელარის, ტანსაცმლის მკერავის ერთადერთი შვილი. მისი ორივე მშობელი ებრაელია, თუმცა ტრადიციულად გელარის ოჯახში მაინც ირთვებოდა საახალწლოდ ნაძვის ხე. 1984 წელს, როდესაც ის შვიდი წლის იყო, მშობლები განქორწინდნენ. იგი დედამ გაზარდა მანჰეტენში ზემო ისტ-საიდზე. დედასთან ცხოვრებისას, მას კონტაქტი მამასთან არ ჰქონია. გარდა იმისა, რომ ის მშრომელი ბავშვი იყო, გელარი იყო კონკურენტუნარიანი მოციგურავე, ერთხელ ნიუ-იორკის შტატის რეგიონალურ შეჯიბრში მან მესამე ადგილი დაიკავა. ის, ასევე, ფლობს შავ ქამარს ტაეკვონდოში.[2]

გელარი სკოლაში უმეტეს დროს არ დადიოდა, რადგან მას ერთდროულად რამდენიმე სამსახიობო პროექტზე უწევდა მუშაობა. ის იხსენებდა, რომ ერთ თვეში უფრო მეტი გაცდენა ჰქონდა, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში იყო შესაძლებელი. მოგვიანებით, გელარი დაესწრო Fiorello H. LaGuardia-ს მუსიკისა, ხელოვნებისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლას, მაგრამ სამსახიობო ვალდებულებების გამო მიატოვა; გელარმა დაამთავრა ბავშვთა პროფესიული სკოლა 1994 წელს.

კარიერა რედაქტირება

გელარი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ამშვენებდა მრავალი ჟურნალის გარეკანს. 1998 წლის თებერვალში Seventeen-ში მისი გამოჩენის შემდეგ, ის გადაიღეს ჟურნალების Vogue, Glamour, Esquire, Allure, Cosmopolitan, FHM, Rolling Stone და Elle, სხვათა გარეკანისთვის. 1999 წელს გელარმა ხელი მოაწერა კონტრაქტს და გახდა Maybelline-ის სახე, რითიც ის გახდა კომპანიის პირველი ცნობილი სპიკერი ლინდა კარტერის შემდეგ 1970-იანი წლების ბოლოს. 2002 წელს მას მიენიჭა წლის ქალის ჯილდო ჟურნალ Glamour-ის მიერ, და მისი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მიერ, გამოფენილი იქნა "Trail of Vampires" გამოფენის ფარგლებში.[3]

მისმა ნამუშევრებმა Buffy-ში და კომერციულად წარმატებულ ფილმებში, როგორიცაა I Know What You Did Last Summer, Cruel Intentions და Scooby-Doo გახადა გელარი ცნობილი სახე. მნიშვნელოვანი იყო ჰოლივუდში როლი - "It Girls" 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში.1998 წელს იგი გამოჩნდა Entertainment Weekly-ის წლის საუკეთესო 12 შემსრულებლის სიასა და ჟურნალ People-ის "ყველაზე ლამაზ" ქალბატონთა სიაში. 2002-დან 2008 წლამდე ის იყო წარმოდგენილი მაქსიმის ყოველწლიურ "100 ყველაზე სექსუალურ ქალში". მან 1999 წლის FHM-ის გამოცემაში "100 ყველაზე სექსუალურ ქალთა" შორის დაიკავა პირველი ადგილი . იგი ასევე იყო გერმანულ, ჰოლანდიურ, სამხრეთ აფრიკულ, დანიურ და რუმინულ ჟურნალთა გამოცემებში. Topsocialite.com-მა იგი 1990-იანი წლების მე-8 ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.[4]

გელარი წარმოდგენილი იყო Google-ის 2002 და 2003 წლების ტოპ 10 ქალთა შორის (Google-ის ძიების გათვალისწინებით) და მოხვდა გაერთიანებული სამეფოს Channel 4-ის 100 საუკეთესო სექს-სიმბოლოთა შორის 2007 წელს, რეიტინგში მან მე-16 ადგილი დაიკავა.[5]

გელარი გამოჩნდა "Got Milk?" რეკლამებში, ასევე Stone Temple Pilots-ის მუსიკალურ ვიდეოში "Sour Girl" და Marcy Playground-ის "Comin' Up From Behind".

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Booth, Barbara (February 28, 2017). "How Sarah Michelle Gellar intends to slay the $4.7 billion baking-mix industry" CNBC. Archived from the original on March 2, 2017. Retrieved March 4, 2017.
  2. Anderson, Marilyn D. (2001). Sarah Michelle Gellar Infobase Learning. p. 19. ISBN 978-1-4381-4104-6. Archived from the original on June 24, 2021. Retrieved October 24, 2020.
  3. "Sarah Michelle Gellar: A Conversation" Empire. Archived from the original on June 24, 2021. Retrieved April 15, 2020.
  4. "Sarah Michelle Gellar is one of the hottest women of the 90s according to Topsocialite.com" whedon.info. October 18, 2007. Archived from the original on February 9, 2019. Retrieved August 8, 2008.
  5. "TV's 100 Sexiest Women of 2011" BuddyTV. January 7, 2012. Archived from the original on June 21, 2012. Retrieved January 13, 2012.