უკანგორი
სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში
უკანგორი[4] — სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, მაშავერას თემში.[5]მდებარეობს მდინარე ბალიჭასხევის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მ., დმანისიდან 23 კმ., კაზრეთიდან 7 კმ., მაშავერადან 4 კმ. სოფელში არის ფერადი ლითონების საბადო. საბჭოთა პერიოდში შედიოდა დიდი დმანისის სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მერძევეობა და მეკარტოფილეობა. სოფელში დგას V-VI საუკუნეების ძეგლი უკანგორის ეკლესია
სოფელი | |||
---|---|---|---|
უკანგორი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | ქვემო ქართლი | ||
მუნიციპალიტეტი | დმანისი | ||
თემი | მაშავერა | ||
კოორდინატები | 41°19′34″ ჩ. გ. 44°23′44″ ა. გ. / 41.3261694° ჩ. გ. 44.3957889° ა. გ. | ||
მოსახლეობა | 2 (2014)[1] | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
სატელეფონო კოდი | +995 (360)[2] | ||
საფოსტო ინდექსი | 1711[3] | ||
|
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 119.
სქოლიორედაქტირება
- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები