უკანაფშავის ნამოსახლარი

უკანაფშავის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანაფშავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადგილ „ნაღრანტთან“, ხევის ფლატეზე. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულის დასასრულს. 1986 წელს, ძეგლზე სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). 0,6 მეტრი სიმაღლის კულტურულ ფენაში აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურის ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა

რედაქტირება