უიცილოპოჩტლი
უიცილოპოჩტლი ან ვიცლიპუცლი (ნაუატ. Huitzilopōchtli, Vislipuzli; [wi.ʦi.lo.ˈpoːʧ.tɬi] — „სამხრეთის კოლიბრი“ ან „მარცხენა მხარის კოლიბრი“) — მზისა და ომის ღმერთი, აცტეკების ნაციონალური ღმერთი, ქალაქ ტენოჩტიტლანის მფარველი. სახელი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩიტი კოლიბრი განასახიერებს მზეს ცენტრალური ამერიკის ბევრ ტომში.
მითოლოგიაში
რედაქტირებაუიცილოპოჩტლის დედა იყო კოატლიკუე, ხოლო მამა — კოლიბრის ბუმბულების ბღუჯა (სხვა ვერსიით მიჰკოატლი). მისი და მალინალჰოჩი, შესანიშნავი ჯადოქარი, ამავდროულად მისი მეტოქეც იყო. დესპანად მსახურობდა პაინალი.
უიცილოპოჩტლის ლეგენდა ჩაწერილია მეჰიკოატლის ქრონიკებში. მისი და, კოიოლჰაუკი, ცდილობდა დედის მოკვლის იმის გამო, რომ ის ბუმბულებისგან დაფეხმძიმდა. თუმცა, როდესაც უიცილოპოჩტლიმ ეს გაიგო, ის დედის საშვილოსნოდან საბრძოლო აღჭურვილობიანად გადმოხტა და მოკლა კოიოლჰაუკი, ასევე თავისი მრავალი სხვა და-ძმა. შემდეგ მან დის მოკვეთილი თავი მაღლა, ჰაერში აისროლა, სადაც ის მთვარედ გადაიქცა, მის კვალდაკვალ ასროლილი დები და ძმები კი — ვარსკვლავებად.
უიცილოპოჩტლი აცტეკების ტომის ღმერთი და ლეგენდარული ჯადოქარი იყო. თავდაპირველად მისი მნიშვნელობა ნაუას ხალხებში არ იყო დიდი, მაგრამ აცტეკების იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ, მისმა მმართველმა, ტლაკაელელმა, შეიტანა ცვლილებები ღმერთების პანთეონში, უიცილოპოჩტლი ერთ დონეზე დააყენა კეცალკოატლთან, ტლალოკსა და ტესკატლიპოკასთან და მზის ღმერთად აქცია. ამგვარად, უიცილოპოჩტლიმ დაიკავა ღმერთ ნანაუაცინის ადგილი.
კულტი
რედაქტირებავარაუდობდნენ, რომ უიცილოპოჩტლი გამუდმებით ებრძოდა წყვდიადს და მოითხოვდა ძალების გამუდმებულ აღდგენას მსხვერპლთშეწირვებით, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ მზეს კიდევ ერთი 52-წლიანი ციკლი გაეძლო. 18 ფესტივალიდან, რომლებსაც აცტეკები წლის განმავლობაში ატარებენ, ერთ-ერთი ეძღვნებოდა უიცილოპოჩტლის. ტლაკაელელის მმართველობისას აცტეკებს სწამდათ, რომ ადამიანების მსხვერპლთშეწირვა შეძლებს სამყაროს დასასრულის შეჩერებას, თუნდაც მხოლოდ 52 წლით.
ტაძარი ტემპლო მაიორი ტენოჩტიტლანში მიძღვნილი იყო უიცილოპოჩტლისა და ტლალოკზე, რადგანაც მათი ძალები თანაბრად ითვლებოდა. ტემპლო მაიორი პირამიდის მსგავსად იყო აგებული ორი ტყუპი-ტაძრით — უიცილოპოჩტლი მარცხნიდან და ტლალოკი მარჯვნიდან.
ლიტერატურაში
რედაქტირება- ჰაინრიხ ჰაინეს ლექსში „ვიცლი-პუცლი“ (გერმ. Vitzliputzli, აცტეკების ღმერთი ერკინება ესპანელ კონკისტადორს, ერნან კორტესს, რომელმაც დაიპყრო მექსიკა და გაანადგურა აცტეკების სახელმწიფო.
- მიხეილ ბულგაკოვის რომანის, ოსტატი და მარგარიტას დასაწყისში ბერლიოზი უყვება ივანე ბეზდომნის „აცტეკების ღმერთ ვიცლიპუცლის“ კულტზე.
- ძმები სტრუგაცკების თხულება „ძნელია იყო ღმერთში“ მოიხსენიება სახუმარო სიმღერა „ძველი შკიპერი ვიცლიპუცლი“, თავდაპირველად აღწერილი ჰყავდა ლევ კასილს „Кондуит и Швамбрания“-ში.
- ჰენრი რაიდერ ჰაგარდის რომანში „მონტესუმას ასული“.
- ჰარი ტარტლდავის რომანში „საქმე ტოქსიკური შელოცვების ნაგავსაყრელის შესახებ“
- ანდრეი ბელიანინის რომანში „დაიკო ჯოჯოხეთიდან“.
- ბარონ ოლშევრის რომანში „ვამპირები“.
პირველწყაროები
რედაქტირება- მღვდელი ხუანი, ანტონიო პერესი, პედრო დე ლოს რიოსი.. ტელერიამო-რემენსის კოდექსი. www.kuprienko.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-05. ციტირების თარიღი: 2012-11-17.