უილიამ სმითი
უილიამ სმითი (ინგლ. William Smith; დ. 23 მარტი, 1769 — გ. 28 აგვისტო, 1839) — ინგლისელი გეოლოგი და გეოდეზისტი. მოღვაწეობდა უმთავრესად სტრატიგრაფიის დარგში.
უილიამ სმითი | |
---|---|
ინგლ. William Smith | |
დაბ. თარიღი | 23 მარტი, 1769 |
დაბ. ადგილი | ჩერჩილი |
გარდ. თარიღი | 28 აგვისტო, 1839 |
გარდ. ადგილი | ნორთჰემფტონი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | პალეონტოლოგი[1] , civil engineer, გეოლოგი და ინჟინერი |
განთქმული მოსწავლეები | ჯონ ფილიპსი |
ჯილდოები | უოლასტონის მედალი |
შეადგინა ყველა ქვეყნის დეტალური, საერთოეროვნული გეოლოგიური რუკა,[2] რომელიც პირველივე გამოქვეყნებისთანავე სამეცნიერო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. მისი შედარებით უბრალო განათლება და ოჯახური კავშირები დამაბრკოლებელი გახდა სწავლულ საზოგადოებაში გაწევრიანებისათვის. ფინანსურად გაკოტრებულ სმითს გარკვეული ხანი დებიტორთა ციხეში მოუწია ყოფნა. აღიარეს მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს და შერაცხეს ინგლისის გეოლოგიის „მამად“.[3]
სმითის გამოკვლევათა შედეგად საფუძველი ჩაეყარა ისტორიული გეოლოგიისა და სტრატიგრაფიის მეცნიერების დამოუკიდებელ დარგებად ჩამოყალიბების საქმეს. სმითმა პირველმა გამოიყენა სახელმძღვანელო ნამარხები სტრატიგრაფიული კორელაციისათვის. 1813–15 წლებში პირველმა შეადგინა ინგლისის გეოლოგიური რუკა, სადაც ქანები გამოყოფილი იყო ასაკის მიხედვით. გეოლოგიური რუკის შესადგენად მთელი ინგლისი ფეხით მოიარა. სმითის ნაშრომებმა შექმნა წინამძღვრები პალეონტოლოგიაში ევოლუციური იდეების განვითარებისათვის.[4]
მეცნიერებაში მისი წვლილი და დამსახურება მაღალ დონეზე იყო შეფასებული; 1831 წელს ლონდონის გეოლოგიურმა საზოგადოებამ გადასცა უოლასტონის მედალი.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Biographie — München BSB, Historische Kommission bei der Bayerischen Akademie der Wissenschaften, 2001.
- ↑ Simon Winchester, The Map That Changed the World, pp. xvi, 7, HarperCollins, 2001. ISBN 0060193611
- ↑ Thomas George Bonney (1898). "Smith, William (1769–1839)". In Lee, Sidney (ed.). Dictionary of National Biography. Vol. 53. London: Smith, Elder & Co.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopedia Britannica | William Smith. British geologist