უზუნდარა ან უზუნდარე (აზერ. Uzundərə — „გრძელი კანიონი“; სომხ. Ուզունդարա) — ქალის ხალხური სოლო-ცეკვა, რომელსაც ხშირად ქორწილებში ცეკვავენ. გავრცელებულია მთელ კავკასიაში. უწინ პატარძლის სარიტუალო ცეკვა. ითვლება როგორც აზერბაიჯანულ[1][2][3][4][5][6], ისე სომხურ[7][8] ცეკვად.

მუსიკალური მახასიათებელი რედაქტირება

მუსიკალური ზომა — 6/8 (ასევე არსებობს ვერსიები რომელთა ზომაც 7/8-ია, პირველი ნოტის ორჯერ წაგრძელებით). ტემპი — საშუალო . ცეკვის მელოდიკისთვის დამახასიათებელია მელიზმატიკით ინტენსივობა, ჰაეროვანი განლაგება. მელოდიური განვითარების ტიპური მეთოდები — ვარიაცია ორ-, სამ- და ოთხტაქტიანი მოტივით.

წარმოშობა რედაქტირება

წარმოიშვა ყარაბაღში, უზენდერეში[9] (აზერბ. Uzundərə — „გრძელი კანიონი“), მდებარე აღდამის რაიონში აღდამისა და სოფელ ქარვანდის შორის[10]. ეს იყო იმ პატარძლის ცეკვა, რომელიც ქორწილამდე იმ კანიონში გამოატარეს. გავრცელებულია აზერბაიჯანში და ყარაბაღელ სომხებს შორის. კრებულში „აზერბაიჯანული ხალხური ცეკვები“ გამოთქმულია აზრი, რომ აზერბაიჯანელებთან მჭიდრო კონტაქტების გამო ცეკვა ყარაბაღის სომხებშიც გავრცელდა.

თავდაპირველად დაკავშირებული იყო საქორწინო მსვლელობასთან, რომელშიც მონაწილეობდა პატარძალი. ეს იყო მშობლების სახლთან გამომშვიდობების სიმბოლო. ცეკვამ რიტუალური აზრი დაკარგა, თუმცა ითვლება ყველაზე პოპულარულ ქალების ცეკვად აზერბაიჯანში.

შესრულება რედაქტირება

ცეკვა სრულდება, როგორც ქორწილებში ასევე სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე. ცეკვას ძირითადად ქალები ასრულებენ. თუმცა წყვილური წარმოდგენებიც მიღებულია. ცეკვა სრულდება ადვილად, მსუბუქად და თავშეკავებულად. წრეზე სიარული და გვერდული მოკლე ნაბიჯები კოორდინაციას ახდენს მსუბუქ მოძრაობებთან.

ცეკვა უზუნდარის ილეთებს შორის, გამოიყოფა ე. წ „სიუზმე“ (აზერ. süzmə — მცირე, „მცურავი“ ნაბიჯები). როგორც წესი, ცეკვას გააჩნია სამნაწილიანი სტრუქტურა მეტად აქტიური ილეთებით და ზოგიერთ შუა ნაწილში ჰაეროვანით. მელოდიური განვითარების ტიპური მეთოდები — ვარიაცია ორ-, სამ- და ოთხტაქტიანი მოტივით. გარკვეული თანმიმდევრობით ცეკვაში იკვეთება აზერბაიჯანული ქალთა ცეკვის სამი ძირითადი ელემენტი: წრეზე სიარული, „სიუზმე“ და მცირე ნაბიჯებით წინ ან ერთი მხარიდან მეორე მხარეზე როგორც „ხირდალიკი“ გადასვლა. ცეკვაში დიდი ყურადღება ხელის მოძრაობას ენიჭება, რომელიც ტალღოვნად გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში და დახმარებას უწევს გამოხატოს ცეკვის საერთო აზრი. ცეკვა სრულდება თავისებური მოკრძალებული რევენანსით.

უზუნდარა კულტურაში რედაქტირება

ამ ცეკვის მელოდია გამოყენებულია აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ სიმღერაში „როგორი ბებერიც არ უნდა ვიყო“ მუსიკალური კომედიიდან „არა ისეთი,როგორიც ის“.

ცეკვა „უზუნდარას“ შესაძლებელია კიდევ შევხვდეთ აზერბაიჯანულ ფილმში „საბუხი“, გადაღებული 1941 წელს. ცეკვა იწყება მიახლოებით 39:30 წუთზე[11].

არამ ხაჩატურიანის ბალეტში „გაიანე“ მეოთხე აქტში გამოყენებულია უზუნდარას მელოდია.

ცეკვის მუსიკა ასევე გამოყენებულია საბჭოთა მუტფილმში „ძაღლი და კატა“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Исмайлов М., Карагичева Л., Народная музыка Азербайджана, в сб.: Азербайджанская музыка, М., 1961.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Current contents: Arts & humanities. Institute for Scientific Information
  2. World Music: Latin and North America, Caribbean, India, Asia and Pacific. Simon Broughton, Mark Ellingham, Richard Trillo
  3. Azeri Dance: "Uzundere" by Mehriban Efendiyeva. Schedule of Stage Performances. Turkish festival in Washington DC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-05. ციტირების თარიღი: 2016-07-28.
  4. Сергей Иванович Вавилов. Большая советская энциклопедия. под ред. Сергея Ивановича Вавилова. Государственное научное издательство, 1965

    УЗУНДАРА — азербайджанский народный сольный танец.

  5. Языкознание: большой энциклопедический словарь. редактор Г. В. Келдыш. Большая Российская энциклопедия, 1998. Page 563

    Узундара (букв. — длинное ущелье) — азерб. нар. сольный женский танец.

  6. Узундара. Музыкальная энциклопедия
  7. Младенова Т.В.. (2010 №177) Музыкально-исторический процесс в Крыму конца ХIХ начала ХХ столетия. Научный журнал «Культура народов Причерноморья». ციტირების თარიღი: 2012-12-25. [1][მკვდარი ბმული]
  8. Николай Иосифович Эльяш Балет народов СССР. — Знание, 1977. — p. 59. — 166 pp.
  9. Uzundərə — Wikimapia.
  10. Узундере (Энциклопедия мугама)
  11. Азербайджанский танец "Узундара" в фильме "Сабухи" 1941 год.