უზბეკეთის ტურიზმი
უზბეკეთის ტურიზმი — უზბეკეთი მრავალფეროვანი ტურისტული ინდუსტრია. ცენტრალური აზიაში მდებარე უზბეკეთის მრავალი ქალაქი იყო ვაჭრობის ძირითადი პუნქტი აბრეშუმის გზაზე, რომელიც აკავშირებდა აღმოსავლეთის და დასავლეთის ცივილიზაციებს. დღეს უზბეკეთის მუზეუმები ინახავს ორ მილიონზე მეტ ნივთს, რაც ცენტრალური აზიის ხალხთა უნიკალური ისტორიული, კულტურული და სულიერი ცხოვრების მტკიცებულებაა, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობდნენ. უზბეკეთი იზიდავს ტურისტებს თავისი ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული და ბუნებრივი საგანძურით.
ინტერნეტ–კვლევის სტატისტიკის თანახმად, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 7 მაისიდან 27 აგვისტომდე, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი (39%) სტუმრობს ქვეყანას უზბეკეთის არქიტექტურული და ისტორიული ადგილებისადმი ინტერესის გამო. შემდეგი უდიდესი ჯგუფი (24%) ეწვევა უზბეკეთს მის კულტურის, ცხოვრების წესსა და ადათ-წესებზე დასაკვირვებლად.
კულტურული ტურიზმი ერთადერთი მთავარი პროდუქტია, რომელსაც უზბეკეთი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სტუმრებს სთავაზობს. სამარყანდი, ბუხარა და ხივა ცხელი ტურისტული წერტილებია.
ტურისტული საქმიანობა უზბეკეთში მოიცავს სფეროებს გარე საქმიანობით დაწყებული (კლდეზე ცოცვა) მდიდარი არქეოლოგიური და რელიგიური ისტორიით დამთავრებული.
2005 წელს უზბეკეთს ეწვია 240,000 ტურისტი 117 ქვეყნიდან. ინდუსტრიამ მიიღო 30 მილიონი აშშ დოლარი (პროგნოზის 90.9%). ყოველ შემოდგომაზე უზბეკეთის ტურისტული ინდუსტრია ატარებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას.
უზბეკეთი მდებარეობს აბრეშუმის დიდ გზაზე და მრავალი მეზობელი ქვეყანა (მათ შორის ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) ხელს უწყობენ თავიანთ ქვეყნებს მათი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით დიდი აბრეშუმის გზის გასწვრივ.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აბრეშუმის გზის ოფისი გაიხსნა 2004 წელს სამარყანდში. ამ ოფისს დაევალა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნების ტურიზმის ეროვნული ოფისების მიერ გაწეული ძალისხმევის კოორდინაცია. უზბეკეთი ასევე არის რეგიონის ინიციატივის (TRI) წევრი, რომელიც მოიცავს ტურიზმთან დაკავშირებულ სამ რეგიონულ ორგანიზაციას. რეგიონის ინიციატივა ფუნქციონირებს როგორც კავშირი სამ რეგიონს შორის - სამხრეთ აზია, შუა აზია და აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც აგრეთვე სომხეთს, ბანგლადეშს, საქართველოს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ნეპალს, ტაჯიკეთს, რუსეთს, შრი-ლანკას, თურქეთსა და უკრაინას მოიცავს.
კლიმატი და ბუნებრივი უპირატესობები
რედაქტირებაუზბეკეთის ბუნებრივი პირობები და კლიმატი ყველაზე ხელსაყრელია ცენტრალურ აზიაში. მაგალითად, ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათში საშუალო წლიური ტემპერატურა 5-8 გრადუსია. აშხაბადში, საშუალო წლიური ტემპერატურა 8-10 გრადუსია. შედარებით ზომიერი კლიმატი, პლიუს სარწყავი წყლის არსებობა, ამდიდრებს უზბეკეთის მიწას და ზრდის მის სასოფლო-სამეურნეო მოსავლიანობას. უზბეკეთის ნესვი, ყურძენი, ვაშლი, კომში და მსხალი კარგად არის ცნობილი თავისი ხარისხით. თოვლისა და ძირითადად თბილი, მზიანი ამინდის კომბინაცია ტაშკენტის მახლობლად, ჩიმგანსა და ბელდერსეიში არსებულ სათხილამურო ტრასებს ძალიან პოპულარულს ხდის.
ალპინიზმი, ლაშქრობა და კლდეზე ცოცვა
რედაქტირებაუზბეკეთის მთები ტურიზმის ისეთი აქტიური ფორმებისათვისაა, როგორიცაა ალპინიზმი და კლდეზე ცოცვა. ყველაზე ცნობილი არის მაღალმთიანი ჩიმგანი, სადაც მდებარეობს დიდი ჩიმგანის მწვერვალი(3,309 მ). ეს ადგილი წარმოადგენს ლაშქრობის, ცოცვის, ცხენოსნობის, სამთო – სათხილამურო სპორტისა და დელტაპლანის მთავარ მარშრუტს.
რელიგიური ტურიზმი
რედაქტირებატურისტების დიდი ნაწილი სტუმრობს უზბეკეთს რელიგიური ინტერესის გამო. უზბეკეთი არის ძირითადად ისლამური ფესვების მქონე ქვეყანა. ქვეყანაში 160-ზე მეტი მუსლიმური წმინდა რელიქვია მდებარეობს.
სტომატოლოგიური ტურიზმი
რედაქტირებაბოლო პერიოდში უზბეკეთში მრავალი თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა დაარსდა. ისინი პაციენტებს სტომატოლოგიურ მომსახურებას უწევენ. აქ ფასები გაცილებით იაფია დასავლეთის და რუსეთის კლინიკებთან შედარებით.
გასტრონომიული ტურიზმი
რედაქტირებაუზბეკური სამზარეულო - ალბათ უზბეკეთის კულტურისა და უზბეკეთის ხალხის ყველაზე ცნობილი ეროვნული და განვითარებული ასპექტია. მომთაბარე მეზობლებისგან განსხვავებით, უზბეკ ხალხს მრავალი საუკუნის განმავლობაში აქვს ძლიერი ცივილიზაცია. ისინი ამუშავებდნენ ხორბალს და რქოვან პირუტყვს ამრავლებდნენ უდაბნოებსა და მთებს შორის, ოაზისსა და ნაყოფიერ ხეობებში. ამიტომ, მდიდარმა პროდუქტებმა უზბეკ ხალხს მისცა მასპინძლობის გარკვეული ტრადიციები, რამაც, თავის მხრივ, მთელ მსოფლიოს გააცნო მათი სამზარეულო.
ღვინის ტურიზმი
რედაქტირებაუზბეკეთს მეღვინეობისა და ღვინის კულტურის დიდი ისტორია აქვს. ტაშკენტვინო კომბინატი ინდუსტრიის ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1867 წელს ტაშკენტის გარეუბანში. ღვინის ქარხანა პოპულარული ხდება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ღვინოებმა „წითელი ტაშკენტი“, „ოპორტო“, „სულთანი“, „კაჰორსი“, მოიპოვეს ოქროს და ვერცხლის მედლები მოსკოვის პოლიტექნიკურ გამოფენაზე 1872 წელს და მსოფლიო გამოფენაზე პარიზში 1878 წელს.
ქვეყნის ხელმისაწვდომობა
რედაქტირებამოგზაურობის უმეტესობა მოიცავს უზბეკეთის დედაქალ ტაშკენტში ვიზიტს. ქალაქს ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი, შიდა აეროპორტი, ორი რკინიგზის სადგური და მრავალი ავტოსადგური. გამოცდილი მოგზაურები ცდილობენ თავი აარიდონ ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტს. უზბეკეთის კიდევ შვიდ აეროპორტს აქვთ საერთაშორისო სტატუსი. უზბეკეთის ავიახაზებმა 2005 წელს 1,7 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა
გალერეა
რედაქტირება-
კალიანის მინარეთი.
-
ბუხარა სამანიდესის მავზოლეუმი.
-
ბიბი-ხანიმის მეჩეთის გუმბათი, სამარყანდი.