ვლადიმერ უგრეხელიძე
ვლადიმერ უგრეხელიძე (დ. 18 აგვისტო, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ, — გ. 3 თებერვალი, 2009, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). ღირსების ორდენის კავალერი.[1][2]
ვლადიმერ უგრეხელიძე | |
---|---|
შემტევი მცველი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
18 აგვისტო, 1939 თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
გარდაიცვალა |
3 თებერვალი, 2009 (69 წლის) თბილისი, საქართველო |
სიმაღლე | 192 სმ |
წონა | 73 კგ |
ბიოგრაფია
რედაქტირება1974 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1958–1974). სსრკ ნაკრების წევრი (1960-1965), რომის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960),[3] მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ჩემპიონი (1961), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1960, 1961, 1969) და მესამე (1965) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1969). მაღალი ნახტომისა და ჰაერში შეყოვნების უნარის გამო მეტსახელად „პტიცა“ შეარქვეს. თსუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1997-იდან), დოცენტი.
ძირითადი შედეგები
რედაქტირებადისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
კალათბურთი | ბელგრადი, იუგოსლავია | ევროპის ჩემპიონატი 1961 | |
კალათბურთი | ბრაზილია | მსოფლიო ჩემპიონატი 1963 | |
კალათბურთი | ჟენევა,შვეიცარია | ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი 1962 | |
კალათბურთი | რომი, იტალია | ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 100.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმერ უგრეხელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვლადიმერ უგრეხელიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვლადიმერ უგრეხელიძე — ქართული სპორტი
- ვლადიმერ უგრეხელიძე — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
- ვლადიმერ უგრეხელიძე — მემატიანე
- ვლადიმერ უგრეხელიძე — Sports-reference.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დანელია, ვაჟა. (18 აგვისტო, 2019) ვლადიმერ უგრეხელიძე - კაცი, რომელმაც რომის ოლიმპიადაზე ფარი ჩამოლეწა. lelo.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
- ↑ გოდუაძე, ლაშა. კარიერა ფრაზებში: ვლადიმერ უგრეხელიძე. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-23. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022