დევი უგრეხელიძე

ქართველი ქიმიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან უგრეხელიძე, დევი)

დევი შალვას ძე უგრეხელიძე (დ. 13 დეკემბერი, 1936 თიანეთი — გ. 9 სექტემბერი, 2012 თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988).

დევი უგრეხელიძე
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი, 1936(1936-12-13)
დაბ. ადგილი თიანეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 9 სექტემბერი, 2012(2012-09-09) (75 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ქიმიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის 32-ე ვაჟთა საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. 1961-1964 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურაში. 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ქსენობიოტიკთა ლაბორატორიას. პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1977 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1975-1996 წლებში დევი უგრეხელიძე იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1996-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება