ტყის ანგელოზა
ტყის ანგელოზა[1] (ლათ. Angelica sylvestris) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 2 მეტრამდეა. აქვს მსხვილი, მომრგვალოღარებიანი, ზედა ნაწილში დატოტვილი ღერო, ტოტები განლაგებულია მორიგეობით ან მოპირისპირედ. ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია სამმაგფრთისებური, ფოთოლაკები კვერცხისებურია. ქოლგა მრავალი და მრავალსხივიანი. გვირგვინის ფურცლები თეთრი ან მოვარდისფრო. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, ევროპასა და მცირე აზიაში. საქართველოში გვხვდება თითქმის მთელ დასავლეთ ნაწილსა და კახეთში. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე — ტყისპირა ადგილებში, ველობებსა და მაღალ ბალახეულობაში.[2]
ტყის ანგელოზა | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Angelica sylvestris L., 1753 | ||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19620785 | ||||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 81.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 36.