ტყიბულა-ძევრულის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში

ტყიბულა-ძევრულის მღვიმემღვიმე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის კირქვული ქედის ზოლში. გამომუშავებულია ცარცული ასაკის შრეებრივ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი ახალსოფლის ქვაბულიდან, კლდოვანი ფლატის ძირში იხსნება, ზღვის დონიდან 490 მ სიმაღლეზე. ტყიბულა-ძევრულის მღვიმე ეროზიულ-კოროზიული წარმოშობისაა: მასში მკაფიოდ გამოიყოფა ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 280 მ) და სუბჰორიზონტალური (სიგრძე 1800 მ) მონაკვეთები. მღვიმეში არის საჩქეფები და ევორზიული ორმოები ტბებით.[2]

ტყიბულა-ძევრულის მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 490 მ
ამგებელი ქანები კირქვა
  1. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1966. გვ. 185-186
  2. ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 88-89.